fbpx

ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსი სკოლებისთვის

USAID პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (USAID WMTR II/ CENN) აცხადებს ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსს კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლებისათვის.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ზემოთ აღნიშნული რეგიონების ნებისმიერი სკოლის  5 მოსწავლისა და 1 მასწავლებლისგან შემდგარ გუნდს, რომელსაც სურვილი აქვს, 1 თვის განმავლობაში, თავის თემში შეაგროვოს ქაღალდის ნარჩენები (რომელსაც შემდგომ USAID WMTR II პროგრამა გადასცემს ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანიებს) და ამით ხელი შეუწყოს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.

 

კონკურსში ჩართვისათვის დაინტერესებულმა გუნდმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია 16 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/GhqJxSdzz2COkFhg2.

 

ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად გუნდებს დრო 16 დეკემბრამდე ექნებათ.

 

5 გუნდი, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობის ქაღალდის ნარჩენებს დააგროვებენ (პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრებიან ყველა მონაწილე სკოლას და ადგილზე აწონიან ქაღალდის შეგროვებულ ნარჩენებს) მიიღებენ საგზურებს ბულაჩაურის მწვანე ცენტრის 3-დღიან ზამთრის ეკობანაკში, რომელიც დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით.

 

გამარჯვებული პირველი 3 გუნდი კი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
mariam.terterashvili@cenn.org

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :