fbpx

GoCaucasus.today - ონლაინ გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარება დაგეგმო შენი ეკო სათავგადასავლო მოგზაურობა კავკასიაში

GoCaucasus არის კომფორტული და სრულყოფილი ონლაინ გზამკვლევი ეკო, სათავგადასავლო და სოფლის ტურიზმის მოყვარულთათვის, რომელიც მთელ კავკასიას მოიცავს და დამთვალიერებელს ერთი ფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას აწვდის კავკასიის რეგიონის უნიკალური მწვანე ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

GoCaucasus პორტალი შექმნილია CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. პორტალი მიზნად ისახავს  მოგზაურობის მოყვარუთა მხარდაჭერასა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საუკეთესო შეთავაზების პოპულარიზაციას.

რეგიონში, სადაც 31,8%  მოცულია დაცული ტერიტორიებითა და 27 ეროვნული პარკით, უამრავი ეკო ადგილია აღმოსაჩენი.

ონლაინ გზამკვლევი მოგზაურებს სთავაზობს ხელმისაწვდომი აქტივობებისა და მწვანე ღირშესანიშნაობების არჩევანს. ზიპლაინინგი, პარაპლანი, კლდეზე ცოცვა, ჯომარდობა, ფრინველებზე დაკვირვება, საჰაერო ბუშტით გასეირნება, ბანჯი-ჯამპინგი, თხილამურები, ველოსიპედი, ლაშქრობა და თევზაობა – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც აღმოაჩენთ ონლაინ გზამკვლევში. თქვენ აქ შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი აქტივობა და ყოვლისმომცველი ინფორმაცია რეგიონის ეროვნული პარკების სხვადასხვა ეკოლოგიური ღირებულების შესახებ, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს. ასევე, პორტალზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პასუხისმგებელიანი ტუროპერატორები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი საუკეთესო მოგზაურობის დაგეგმვაში.

ეწვიე პორტალს www.gocaucasus.today და დაიწყე შენი კავკასიური მოგზაურობა დღეს!

წაიკითხეთ მეტი GoCaucasus.today-ს შესახებ აქ: Where.ge

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :