fbpx

რატომ არის ტყე მნიშვნელოვანი და როგორ უნდა დავიცვათ ის?

ტყე განსაკუთრებული ფასეულობის ბუნევრივი რესურსია, რომელიც საქართველოს ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს წარმოადგენს. საქართველოს ტყეები გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. გარდა ამისა, ტყეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მოსახლეობისთვის სასიცოცხლო რესურსების მიწოდებაში, ადამიანების კეთილდღეობასა და ისეთი დარგების მდგრად განვითარებაში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმმი.

საქართველოში, ადამიანის ტყეზე ზემოქმედებისა და ხეტყის არამდგრადი მოპოვების შედეგად, ტყეების მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. ენერგიის ალტერნატიული წყაროების სიმცირე, რაც, მოსახლეობის მხრიდან ხეტყის უკანონო მოპოვებას იწვევს, ზრდის ზეწოლას ტყის ეკოსისტემებზე. შედეგად, მცირდება ბიომრავალფეროვნება და  იზრდება ბუნებრივი, ეკოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიული რისკები, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკარგები.

გარდა ამისა, ჩნდება კიდევ ერთი მნიშნელოვანი პრობლემა. საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სათბობ რესურსად, ცხელი წყლის უზრუნველსაყოფად და საკვების მოსამზაებლად, ძირითადად, შეშეას იყენებს. ტრადიციული საშეშე მერქნის არამდგრადი გამოყენება დაბალი ენერგოეფექტიანი ღუმელების საშუალებით, ამცირებს როგორც რესურსის ეფექტურობას, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შეშის ტრადიციულ ღუმელში წვა იწვევს სახლში ჰაერის დაბინძურებას და აზიანებს ადამიანის სასუნთ გზებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით, ამ მხრივ მოწყვლად ჯგუფებს კი, უმეტესად ქალები და ბავშვები წარმოადგენდნენ.

ძირითადი ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო ტყის  მდგომარეობის გაუარესებას არის: სოციალური ფონი (მოსახლეობა გასათბობად ძირითადად შეშას იყენებს) , ენერგიის ალტერნატიული წყაროების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე, შეშის არასწორი მოხმარების პრაქტიკა(სველი შეშის მოხმარება), არაენერგოეფექტიანი შეშის ღუმელები, არაენერგოეფექტიანი შენობები, ტყეებში ზედამხედველობის ნაკლებობა და არაკანონიერი მოპოვება, სათანადო აღჭურვილობისა და გამოცდილების არმქონე, არაკვალიფიციური პირების მიერ ხეების უსისტემო ჭრა და ტყეების მდგომარეობის შესახებ სრულფასოვანი მონაცემების არარსებობა.

ტყეების დაცვის აუცილებლობა გლობალურ დონეზეა აღიარებული. საქართველო წარმოადგენს რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმომწერ მხარეს, რითიც ქვეყანას იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ტყეების მართვა მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით.

2020 წლის 22 მაისს საქართველოს პარლამენმა დაამტკიცა საქართველოს ტყის კოდექსი. დოკუმენტი ფარავს სატყეო სექტორის რეფორმის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს და ამკვიდრებს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. მისი მთავარი მიზანია ტყის მდგრადი და მრავალმიზნობრივი სარგებლობის დამკვიდრება, ეკოსისტემის შენარჩუნება და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება.

არსებული პრობლემები შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერვით, მდგრადი ბიომასის ენერგორესურსების ათვისებითა და ენერგოეფექტიანი და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების საწარმოო ბაზრების განვითარებით.

გაუფრთხილდი ტყეს, იზრუნე კლიმატისთვის!

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :