fbpx

საქართველოს მცენარეები

საქართველოს ერთ-ერთ სიმდიდრეს მისი ფლორა წამოადგენს. თუმცა, ბევრმა ჩვენგანმა ნაკლებად იცის, რამდენ და რა სახეობის მცენარეს შეიძლება შევხვდეთ ქვეყანაში, ან როგორ ამოვიცნოთ ისინი საველე პირობებში. სწორედ ამიტომ, CENN-მა გადაწყვიტა გაგაცნოთ საქართველოს ფლორის სახეობები და საველე მეგზური- „საქართველოს მცენარეები“ მოამზადა.  

საველე მეგზურზე მუშაობის დროს, 2017 წლის მარტიდან სექტემბრის ბოლომდე, ავტორმა  მთელ საქართველოში იმოგზაურა და პუბლიკაციაში გააერთიანა საქართველოს ფლორის 812 სახეობა,  მათი ორიგინალური ფოტოებით. ეს პუბლიკაცია საქართველოს მცენარეებით დაინტრესებულ საზოგადოებას დაეხმარება მცენარეების საველე პირობებში ამოცნობაში. ასევე, საველე მეგზური საინტერესო და გამოსადეგი იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინც დაკავებულია მცენარეების შეგროვებით, მათი პირადი და კომერციული დანიშნულებით სარგებლობით. პუბლიკაცია განსაკუთრებით დაეხმარება ქალებსა და გოგონებს სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში.

მეგზურში თქვენ შეხვდებით როგორც იშვიათ და ენდემურ, ასევე მეტ-ნაკლებად გავრცელებულ სახეობებს. საველე მეგზურის გამოყენება საკმაოდ მარტივია.

საველე მეგზური მომზადებულია პროექტის – „ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის“ – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის – ADC-ის – ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს მცენარეები – საველე მეგზურის სრული ვერსია:

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :