fbpx

ხელმისაწვდომი სასმელი და სარწყავი წყალი - ევროკავშირისა და CENN-ის ინიციატივები ზემო ალვანში

სოფელში წყლის მარაგების სწორად გასანაწილებლად, „თუშების სათემო საბჭომ“ ევროკავშირისა და CENN-ის საგრანტო პროექტის დახმარებით, მდინარე ალაზანიდან მიმავალი სოფლის მთავარი სარწყავი არხის სათავეებში ორი ახალი წყლის მარეგულირებელი რკინის მოწყობილობა (ფარი) დაამონტაჟა.

ორი ახალი და ოთხი შეკეთებული მარეგულირებელი, რეგიონში შეამცირებს სარწყავი არხის თვითნებური გადაკეტვის ფაქტებს, რითაც გაიზრდება ადგილობრივების ხელმისაწვდომობა სარწყავ წყალზე, ეს კი თავის მხრივ შეამცირებს სასმელი წყლის არამიზნობრივ გამოყენებას.

პროექტის განხორციელების დროს ასევე წერტილოვნად გასუფთავდა სოფელში შემავალი მთავარი სარწყავი არხის ორივე განშტოება და გაითიბა ხორბალისა და ბახტრიონის წყალსაცავების გარშემო არსებული ტერიტორიები.

CENN- ის მოწვეული სპეციალისტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩატარდა ტრენინგი გლობალურ დათბობასა და ნარჩენების მართვის საკითხებზე, ასევე, წყლის როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მდგრადი გამოყენების აუცილებლობაზე.

ინიციატივა განხორციელდა ა(ა)იპ „თუშების სათემო საბჭოს“ მიერ, ევროკავშირისა და CENN-ის საგრანტო პროექტის – „ხელმისაწვდომი სასმელი და სარწყავი წყალი ზემო ალვანში” მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია CENN-ის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში ” მიერ.

პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF, ACU, YPU და RLS-ADA ერთად. კახეთის რეგიონში პროექტის განმახორციელებელია KRDF.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :