fbpx

დედამიწის დღის ისტორია

მსოფლიოს მილიარდზე მეტი ადამიანი, ყოველი წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს აღნიშნავს. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. მაშინ, როდესაც თანამედროვე გარემოსდაცვითი მოძრაობა ჩამოყალიბდა. მანამდე, ათწლეულების განმავლობაში, ამერიკელები მასიურად მოიხმარდნენ მანქანებს, რომლებიც ტყვიის შემცველ აირს გამოყოფდნენ. ამ დროს, ჰაერის დაბინძურება საყოველთაოდ მიღებული იყო, როგორც კეთილდღეობის სურნელი. ამ დრომდე, ამერიკა დიდ ყურადღებას არ აქცევდა გარემოსდაცვით შფოთვებს და იმას, თუ რამდენად საზიანო იყო დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

თუმცა, 1962 წელს, მას შემდეგ, რაც რეიჩელ კარსონმა New York Times-ის ყველაზე გაყიდვადი წიგნი, Silent Spring გამოაქვეყნა, დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი. წიგნი, რომელიც ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირზე საზოგადოების ცნობიერებას ზრდიდა, 24 ქვეყანაში, ნახევარ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. სწორედ ეს წიგნი გახდა ადამიანების შეშფოთებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დღის წესრიგში დაყენების მიზეზი.

დედამიწის დღის იდეა

1969 წლის იანვარში, უმცროსი სენატორი ვისკონსინიდან, გეილორდ ნელსონი სანტა ბარბარაში, კალიფორნიაში, ნავთობის მასიურ დაღვრას შეესწრო. ნელსონმა, ომის საწინააღმდეგო სტუდენტური მოძრაობით შთაგონებულმა, გადაწყვიტა სტუდენტების პროტესტის ეს ენერგია ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში გამოეყენებინა. ნელსონმა დაარწმუნა პიტ მაკკლოსკი, კონსერვაციის მოაზროვნე რესპუბლიკელი კონგრესმენი, მისი მოკავშირე ყოფილიყო. სტუდენტურ საცხოვრებლებში სწავლების ორგანიზებისთვის, მათ დაიქირავეს დენის ჰეისი, ახალგაზრდა აქტივისტი და აირჩიეს 22 აპრილი, სამუშაო დღე საგაზაფხულო არდადეგებსა და ფინალურ გამოცდებს შორის, რათა მაქსიმალურად გაეზარდათ სტუდენტების მონაწილეობა. ამ დღეს კი, დედამიწის დღე დაარქვეს.

ამ იდეამ მაშინვე მიიპყრო ეროვნული მედიის ყურადღება და მოიცვა მთელი ქვეყანა. დედამიწის დღემ შთააგონა 20 მილიონ ამერიკელს გამოსულიყვნენ ქუჩებში, პარკებსა და აუდიტორიებში, რათა დემონსტრირება მოეხდინათ 150-წლიანი ინდუსტრიული განვითარების ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების წინააღმდეგ.

1970 წლის ბოლოს, დედამიწის პირველმა დღემ გამოიწვია შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს შექმნა და გარემოსდაცვითი კანონების მიღება. ამ კანონებმა მილიონობით ადამიანი დაავადებისა და სიკვდილისაგან გადაარჩინა.

დღეს

დღეს, დედამიწის დღე ფართოდ არის აღიარებული, როგორც ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი დღესასწაული მსოფლიოში, რომელსაც ყოველწლიურად, EarthDay.org-ის კოორდინაციით ,193-ზე მეტ ქვეყანაში, მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს არის დღე ადამიანის ქცევის, გლობალური, ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებების შესაქმნელად, უკეთესი გარემოსთვის.

ახლა, როდესაც კლიმატის ცვლილების საშიშროება ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება, გარემოსთვის ბრძოლაც უფრო მეტად აქტიურდება. ციფრული და სოციალური მედია  პროტესტს  და მობილიზაციას უფრო მეტად მასშტაბურს ხდის, აერთიანებს შეშფოთებულ მოქალაქეებს და უბიძგებს თაობებს, გაერთიანდნენ კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევის წინააღმდეგ.

დედამიწის დღე 2022- Invest in our planet

წლევანდელი დედამიწის დღის თემაა- „Invest in Our Planet”, რომლიც მოუწოდებს მთავრობებს, მოქალაქეებსა და ბიზნესებს დააჩქარონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი პლანეტის ყველაზე დიდი საფრთხის – კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

გიწვევთ, ჩაერთოთ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

დედამიწის დღის ღონისძიებებში ჩართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, CENN-ის ონლაინ  კამპანიის „იმოქმედე კლიმატისთვის – #ACT4CLIMATE“ ფარგლებში, აპრილის თვე დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმობა. თვის განმავლობაში, საზოგადოებას საშუალება ექნება ჩაერთოს საინტრესო და გარემოსთვის სასარგებლო გამოწვევებში, კონკურსებსა და საინფორმაციო აქტივობებში.

თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს, შემოგვიერდით !

დედამიწის დღის შესახებ მეტი, წაიკითხეთ აქ: https://www.earthday.org/

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :