fbpx

ახალგაზრდული კონკურსი ვიდეობლოგების მომზადებაზე - გარემოს დაცვა, მეწარმეობა და ახალგაზრდული საქმიანობა

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით აცხადებს ახალგაზრდულ კონკურსს ვიდეობლოგების მომზადებაზე. ვიდეობლოგები უნდა ფარავდეს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, მეწარმეობა და ახალგაზრდული საქმიანობა. ვიდეობლოგები მომზადებული უნდა იყოს ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-35 წლამდე ახალგაზრდებს შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.

ნამუშევრის გამოგზავნის ბოლო ვადა: 22 მაისი, 2022

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ატვირთონ ნამუშევარი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Bp2VsJKo45RwrSBC6

გამარჯვებულებს გადაეცემათ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერები და სპეციალური პრიზები:

I ადგილი: 1000 ლარიანი ვაუჩერი
II ადგილი: 800 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი: 600 ლარიანი ვაუჩერი

დავალების აღწერა და კრიტერიუმები:

3-5 წუთიანი შემეცნებითი ვიდეობლოგის გადაღება შერჩეულ ერთ თემაზე.

თემების ჩამონათვალი:
• კლიმატის ცვლილება;
• ნარჩენების მართვა;
• მწვანე ენერგეტიკა;
• სოციალური მეწარმეობა;
• მწვანე მეწარმეობა;
• ინოვაცია;
• ახალგაზრდული საქმიანობა;
• სოციალური და გარემოსდაცვითი აქტივიზმი.

ვიდეოს ხასიათი:
• ემოციური და თხრობითი;
• ინფორმაციული;
• კრეატიული;
• კონკრეტული და ლაკონური;
• უნდა იწვევდეს მაყურებლის ჩართულობას პროცესში.

პროდუქტის ფორმატი
(1) არჩეულ თემაზე ერთი უწყვეტი 3-5 წუთიანი „ვიდეო დღიურის“ (ვლოგის სტილის ვიდეოს) მომზადება, რომელიც იქნება ინტერაქციული, საჭიროებისამებრ გრაფიკული ჩანართებით;
(2) ვიდეო გადაღებული უნდა იყოს მობილური ტელეფონით;
(3) ვიდეო უნდა აჩვენებდეს ლოგიკურ ისტორიას ერთ კონკრეტულ თემაზე.

კონკურსის გამოცხადებასთან ერთად, პროექტის ფარგლებში დაიგეგმება პრაქტიკული ვორქშოფი ვლოგების გადაღებაზე. ვორქშოფის მონაწილეებს ნამუშევრების შერჩევის პროცესში მიენიჭებათ დამატებით ერთი ქულა.

კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :