fbpx

ვიდეო კურსი - ეფექტური კომუნიკაცია, ტრენინგის დაგეგმვა და ფასილიტაცია

CENN-მა პროექტის “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენის და მდგრადი მართვის გზით” ფარგლებში, მოამზადა ვიდეო კურსი, თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია, ტრენინგის დაგეგმვა და ფასილიტაცია.

ვიდეო კურსი ფარავს შემდეგ თემებს: (1) ტრენინგის ფორმატები; (2) ტრენინგის საჭიროებების, მიზნების და ამოცანების გამოკვეთა; (3) ტრენერის როლი და მონაწილეთა ჯგუფის დინამიკის მართვა; (4) სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია და (5) ტრენინგის უკუკავშირი და შეფასება.

პროექტი “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით” ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO Georgia). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :