fbpx

„წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი ტყის ჭრაა“ – აუდიტის სამსახური სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს

სტატია ინფოსთვის

ფოტო: პირწმინდად გაჩეხილი ტყე მდინარე კუნძიანისხევის წყალშემკრებ აუზში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი თოხლიაური)

 

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

 

კვლევამ ბუნებრივი კატასტროფების მართვის სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რის გამოც, „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებების 84% გადავადებული და შეუსრულებელია“.

 

 

კატასტროფის რისკის შემცირების დაფინანსების სისტემური ნაკლოვანებებიდან აქცენტი კეთდება პრევენციის არსებული პრაქტიკაზე, რაც მუნიციპალურ ტერიტორიებზე ჩატარებული ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოებით შემოიფარგლება. ამ სახის ღონისძიებებზე სრული საბიუჯეტო სახსრების მიმართვას აუდიტის სამსახური არაეფექტიანად მიიჩნევს. „მხოლოდ ჯებირებისა და გაბიონების მოწყობით წყალდიდობის პრევენცია ვერ მოხდება, ვინაიდან, სხვა ფაქტორებთან ერთად, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი ტყის ჭრაა. მუნიციპალიტეტები პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუმცა სტიქიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სცდებოდეს მუნიციპალურ საზღვრებს და კონკრეტული ხეობებიდან, ტყის მასივში მიმდინარე ჭრისგან იყოს გამოწვეული, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

ანგარიშის მიხედვით, ტყის საფარის მართვა და რისკის ზონებში ჭრების აკრძალვა განვითარებული ქვეყნების სტრატეგიული პრიორიტეტია. ამის საპირისპიროდ, რისკის შემცირების სტრატეგიულ ეროვნულ დოკუმენტებში ტყის საფარის მართვა, როგორც წყალდიდობის პრევენციული ღონისძიება, გათვალისწინებული არ არის. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში ფიქსირდება ტყის ჭრის ფაქტები, რაც უკანონო ხასიათს ატარებს და ზრდის სტიქიების რისკებს.

 

ძირითად მიგნებებს შორის დოკუმენტში ასევე დასახელებულია სუსტი თანამშრომლობა სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის. აუდიტის შედეგად გამოვლენილი ფაქტების მიხედვით, ერთი უწყების მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, ინფორმაციის გაცვლის სისტემის არარსებობის გამო, სხვა უწყებები რეაგირებას ვერ უზრუნველყოფენ.

 

 

პრობლემურია ჭარბი ურბანიზაცია მდინარეთა სანაპიროებზე. კანონმდებლობით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას საჭიროა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნა, თუმცა, როგორც აუდიტის შედეგად ვლინდება, „2014-2019 წლებში დეპარტამენტმა ამ ტიპის მხოლოდ 7 განცხადება მიიღო და ფაქტობრივად მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები ნებართვის გარეშე მიმდინარეობს“.

 

 

აუდიტის სამსახური პრევენციისა და მზადყოფნის ღონისძიებების, ასევე ბუნებრივი კატასტროფის მართვის პროცესში არსებული კოორდინაციის ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციებით მიმართავს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მომზადებული ყველა რეკომენდაცია ტყეების მართვის სხვადასხვა ასპექტს უკავშირდება.

 

 

აუდიტის ანგარიშში გამოყენებულია ღვარცოფული მდინარეების აუზების კვლევის მასალები, რომელიც CENN–ის მიერ, ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, ავსტრიის  განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

ანგარიშის სრულად სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:  sao.ge

 

 

EN_FOER_OEZA-01

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :