fbpx

კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

llllllllllll94585616677622_n-01

 

კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

 

ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, CENN – მა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ?? მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კრწანისის ტყეპარკში ხეების დარგვის აქცია გამართა.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე 200 ერთეული წითელი ნუსხის სახეობა, ჭალის მუხის ნერგი დაირგო.

 

163400391_3837725422973285_1306509565414463912_n

 

 

 

სიმბოლურია, რომ ეს დღე სწორედ კრწანისის ტყე-პარკში აღინიშნება, სადაც სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით ტყის აღდგენის და გამწვანების მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც დარგვა-დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას განცხადებით, ტყის საერთაშორისო დღის მთავარი მიზანი ტყის მნიშვნელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა, რისთვისაც არაერთი გარემოსდაცვითი აქცია იმართება.

164007322_3837725752973252_99477671299154815_n

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო  დეპარტამენტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), ორგანიზაცია „საბუკო“, გარემოს ახალგაზრდა დამცველები და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება. წელს ტყის საერთაშორისო დღის  აღნიშვნის  თემად შერჩეული იყო „ტყეების აღდგენა – გზა კეთილდღეობისთვის”.

163959610_3837725432973284_7195218378332370492_n

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, კრწანისის ტყე-პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის.

პარკშის ტერიტორიაზე  გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.

 

 

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :