fbpx

ევროკავშირის მხარდაჭერით, გორი მწვანე მეწარმეობის იდეათონს უმასპინძლებს

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საზოგადოება “ბილიკთან” პარტნიორობით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სოციალური და მწვანე მეწარმეობის იდეათონს მართავს.

 

იდეათონის მიზანი ახალგაზრდებში სოციალური და მწვანე მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალი, ინოვაციური იდეების აღმოჩენაა. კონკურში რეგისტრირებულ გუნდებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ შესაბამის თემატურ ტრენინგმოდულში და გაიღრმავონ ცოდნა სოციალური და მწვანე მეწარმეობის, იდეაციის, ახალგაზრდული საქმიანობისა და გარემოს დაცვის შესახებ.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს 14-დან 29 წლის ჩათვლით. კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ შემოიტანონ განაცხადი როგორც ინდივიდუალურად, ისე 3 კაცით დაკომპლექტებულ გუნდებად. ინდივიდუალური განაცხადის შემოტანის შემთხვევაში, განმცხადებელი შეუერთდება იდეათონის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დაკომპლექტებულ გუნდს.

 

იდეათონის ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები 800, 500 და 300 ლარის ოდენობით.

 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/3AGPYeGAVfbVhiq56

 

იდეათონი ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN

ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :