სახელძღვანელო თემაზე “წარმოების ინტენსიფიკაცია მესაქონლეობაში”
სახელძღვანელოს მიზანია მეცხოველეობის დარგში ჩართული, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: (1) საქართველოს პირობებისთვის შესაფერისი ადგილობრივი და უცხოური ჯიშები; (2) ცხოველთა კვება და მოვლა-შენახვა; (3) რძის წარმოების ინტენსიური და ექსტენსიური მეთოდების ეკონომიკური ანალიზი.
პროექტი “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით” ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO Georgia). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.