fbpx

CENN–ის ინიციატივითა და USAID–ის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი კამპანია #შეამცირეპლასტმასა იწყება

25 ოქტომბერიდან, CENN USAID–ის მხარდაჭერით, გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას #შეამცირეპლასტმასა იწყებს. კამპანიაში ჩართულები იქნებიან აქტიური და მოტივირებული ახლგაზრდები, CENN–ის პარტნიორი ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცნობილი მსახიობები და ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

აღნიშნულ პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გალერია თბილისისა და თბილისი მოლის სავაჭრო ცენტრებში, ქართველი დიზაინერების მიერ, Cannes Lions საქართველოს კონკურსის ფარგლებში, შექმნილი 48 კონცეპტუალური პოსტერი გამოიფინება. ამ პოსტერებში წარმოდგენილია დიზაინერების  ხედვა გარემოს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირების შესახებ.

 

25 ოქტომბრიდან, #შეამცირეპლასტმასა–ს ფარგლებში, დაიწყება სოციალური მედია კამპანია, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, შეამცირონ ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი პლასტმასის მოხმარება და ჩაანაცვლონ ის მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით. ქცევის ცვლილების ამსახველ ფოტოებს კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელში ატვირთავენ სათაურით #შეამცირეპლასტმასა.

 

კამპანიის ფარგლებში CENN, USAID–ის ნარჩენების მართვის პროგრამა, აქტიურად იზრუნებს საზოგადოების პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმირებაზე და პროგრამის ფეისბუკ გვერდზე ყოველდღიურად გაავრცელებს საინტერესო ფაქტებს პლასტმასის მოხმარების გლობალურ შედეგებზე.

 

Cannes Lions პოსტერების გამოფენის გრაფიკი:

 

25/10 – 31/10                     გალერია თბილისი, ცენტრალური შესასვლელი

1/11 – 7/11                           თბილისი მოლი, მე–2 და მე–3 სართული

 

როგორ ჩაერთო კამპანიაში?

  • გადაიღე ფოტო, თუ როგორ ანაცვლებ ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის ნივთს მრავალჯერადი გამოყენების ნივთით, ატვირთე ფოტო სოციალურ ქსელში სათაურით #შეამცირეპლასტმასა და მონიშნე პროგრამის გვერდი @WMTRProgram
  • ადევნე თვალი ჩვენს პროგრამას სოციალურ ქსელში, მიიღე მონაწილეობა გათამაშებაში და მოიგე CENN/USAID სასაჩუქრე პაკეტი მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით

 

 

Facebook: @WMTRProgram

4 3 7 5 8 1 6 2

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :