fbpx

CENN-სა და კომპანია კარტლის აგროსისტემებს შორის, მარნეულში კლიმატის მიმართ მდგრადი სასოფლო-სამეუნრეო პრაქტიკების დანერგვის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანმდუმი გაფორმდა

2022 წლის 24 ივნისს, , CENN- სა და კომპანია კარტლის აგროსისტემებს შორის, HEKS-EPER-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა (PRAISE MARNEULI) – ფარგლებში,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატის მიმართ მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვა-დემონსტრირება; ადგილობრივი ფერმერების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ექსპერტული მხარდაჭერა აგრო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

მემორანდუმის ფარგლებში, ხელმომწერი მხარეები გაცვლიან ყველა საჭირო ინფორმაციას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ PRAISE MARNEULI პროექტის ფარგლებში შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთის ეფექტიან ფუნქციონირებას.

პროექტიკლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :