27 აპრილი- 6 მაისი. CENN-მა, “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ პროექტის ფარგლებში , სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის (RDA) კახეთის, მცხეთა მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების თანამშრომლებისათვის ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფასილიტაცის მიმართულებით ინტერაქტიული ტრენინგ-სესიები ჩაატარა.
ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკების გაზიარება. ტრენინგის მონაწილე საკონსულტაციო ცენტრის 25 თანამშრომელი ტრენინგის მოდულის გაწერის, ჯგუფის დინამიკის მართვისა და პრეზენტაციის მომზადების საკითხებს გაეცნო.
პროექტი “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით” ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO Georgia). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.