2019 წლის ნოემბრიდან, 2020 წლის თებერვლამდე, CENN-ის ორგანიზებით ტრენინგ-კურსი “WaSH და ადამიანის უფლებები“ წარმატებით ჩატარდა საქართველოს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ WaSH საბჭოს წევრები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, პედაგოგები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ტრენინგ-კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
• ადამიანის უფლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე.
• WaSH უფლების დაცვა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულება – ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებები წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.
• WaSH უფლების დაცვაზე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მონიტორინგი, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლი ადვოკატირება – ლობირების მიმართულებით.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილეების მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით ჯგუფში განხილულ იქნა WaSH უფლების ხელყოფის რეალური შემთხვევები და განმარტებული იქნა უფლების დაცვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი, სამართლებრივი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები. შეხვედრის ფარგლებში შედგენილი სამოქმედო გეგმები, შემდგომი რეაგირების მიზნით, განიხილება CENN-ის მიერ.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის – ,,WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN–ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.