ნიკო კეცხოველის მიერ ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი ეს წიგნი პირველი მერცხალი იყო საქართველოში, რომელშიც გარემოდაცვითი პრობლემები მთელი სიგრძე-სიგანით დაისვა და სათანადო პასუხებიც გაეცა. წიგნის მოსამზადებლად ავტორმა გამოიყენა XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებული 100-მდე დასახელების სამეცნიერო თუ სამეცნიერო–პოპულარული წყარო, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. არადა, ამ წყაროებში ბუნების ცალკეულ კომპონენტებზე და მოვლენებზე (კლიმატი, წყალი, ფლორა, ფაუნა, რელიეფი და სხვ.) ბევრი, ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია დაფიქსირებული.
გააგრძელე კითხვა, გადმოწერე მკერდში დაჭრილი ბუნება