fbpx

ქედის სკოლებში ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები ინერგება

ორგანიზაცია CENN–ის პროექტების – ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის (ADA-SFMRD), რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქედა ლიდერი“–ის ფარგლებში, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებს, მათთვის მეტად საჭირო მზის სადგურები, წყლის გამაცხელებლები, ენერგოეფექტიანი ღუმელები და სხვა საჭირო ტექნიკა გადაეცათ.

სკოლების ერთი ნაწილი საქართველოში დღემდე კუსტარული ღუმელებით თბება, რაც, პირველ რიგში, საშიშია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობისთვის, ამავდროულად კი, გარემოს დაკმაოდ დიდ ზიანს აყენებს: იწვევს ტყეების გაჩეხვას და სათბური გაზების ემისიებს. აუდიტის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების შესაბამისად, ქედის 66 სკოლა (29 ძირითადი და 37 მიერთებულ) ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. კერძოდ, სკოლებს გადაეცათ 66 მზის სადგური, 41 წყლის გამაცხელებელი კოლექტორი და 109 ცალი ენერგოეფექტური ღუმელი; ყველა სკოლაში მოეწყო ხანძარსაწინააღმდეგო სტენდი, 54 სკოლაში კი, შეიცვალა და მოეწყო თბოიზოლაცია. დამატებით, 4 სკოლისთვის მომზადდა გათბობის სისტემის გაუმჯობესების ინდივიდუალური პროექტი, 3 სკოლაში კი დამონტაჟდა გათბობის თანამედროვე ქვაბი.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელმაც აღნიშნული პროექტის სიკეთეებით ისარგებლა. სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნაკაშიძე ამბობს, რომ  თანამედროვე გათბობის სისტემები არა მარტო კომფორტული და უსაფრთხოა, სკოლის საოპერაციო ხარჯებსაც ამცირებს.- „გათბობის სისტემების გადაცემამდე შეფასდა სკოლის განათების და გათბობის  სისტემები, განისაზღვრა მიმდინარე საბაზისო ენერგიის მოხმარება და ჩატარდა ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, რის საფუძველზეც შეირჩა ენერგიის წყაროების საუკეთესო ალტერნატიული მოდელები. პროქტის დასაწყისში განხორციელებულმა აუდიტმა ასევე გამოავლინა, რომ სკოლის შენობა საჭიროებდა ჭერის დათბუნებას საიზოლაციო მასალების გამოყენებით. ემისიების შემცირებასთან და ხეტყის დაზოგვასთან ერთად, ახალ ტექნოლოგიებს საოპერაციო ხარჯები დაბალი აქვს, რაც სკოლის ბიუჯეტზე დადებითად აისახება“.

„ჩვენი კლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ბავშვების ჩართულობით სკოლაში ბევრი კარგი რამ გაკეთდა. ეს ღუმელები და მზის გამაცხელებლები, რა თქმა უნდა, ძალიან გვჭირდებოდა. მანამდე გათბობისთვის და განათებისთვის მოვიხმარდით ელექტროენერგიას და  ეს იყო დიდ ხარჯთან დაკავშირებული. ჩვენი ბიუჯეტი ვერ წვდებოდა ამ ყველაფერს. ეს დიდად წაადგება სკოლას როგორც ეკონომიკურად, ასევე ეკოლოგიის კუთხითაც“ – გვეუბნება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ეკოკლუბ GREEN SCHOOL-ის ხელმძღვანელი ზეინაბ ბერიძე.  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ჯემალ სურმანიძის თქმით, დღის მდგომარეობით, ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანელების მონტაჟის პროცესი დასრულების ფაზაშია. „ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. სკოლები მიიღებენ პირდაპირი სარგებელს, რაც მდგომარობს იმაში, რომ სკოლებს დაეზოგებათ კომუნალური ხარჯები და ასევე კიდევ უფრო კომფორტული გარემო შეიქმნება სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. გარდა ამისა, გარემოსდაცვითი მიმართულებით საგანმანათლებლო კომპონენტი გაძლიერდება, რადგან თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მოსწავლეები (და არა მარტო) პრაქტიკულადაც დაინახავენ მზის ენერგიის გამოყენების პროცესს და მის მნიშვნელობას. გარემოსდაცვითი საქმიანობა არ არის და არც შეილება იყოს ერთეულები საქმე. ეს მთელი საზოგადოების მოვალეობაა. ამიტომ მოსწავლეების ჩართვა აღნიშნულ პროცესებში უმნიშვნელოვანესია მათი ცნობირების ასამაღლებლად, რის გამოც CENN-ის საქმიანობა ამ და სხვა მსგავსი პროექტების განხორციელების კუთხით, ფასდაუდებელია“ – ამბობს ჯემალ სურემანიძე.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :