fbpx

ხეტყის უკანონო ბაზრობები დედაქალაქში

თბილისში არაერთი ადგილია, სადაც შეშას ყიდიან. შეშის ბაზარს ნახავთ მეტრო სარაჯიშვილთან, დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ ხიდთან (ყოფილი მანქანების ბაზრობასთან), მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეშასთან ერთად ხშირად სამასალე მერქანი და ტყეში დამზადებული ნახშირიც იყიდება.

 

ნებისმიერი ასეთი ბაზრობა უკანონოა, რადგან საქართველოში შეშა პირადი მოხმარების მიზნით გაიცემა. თეორიულად, გასაყიდი შეშის წარმოება შეუძლიათ ლიცენზიანტებსაც, თუმცა, მსგავსი პრაქტიკა ქვეყანაში თითქმის არ არსებობს.

 

ამ უკანონობას, წლებია, „ვერ ამჩნევს“ საზოგადოება, ხელისუფლება, თვითმმართველობა, მედია.

 

შეშა არ არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და ფერმერებს საკუთრებაში არსებულ მიწებზე მოყავთ. ის, ძირითადად, სახელმწიფო სატყეო ფონდის ტერიტორიაზე მოჭრილი ხეებისგან მზადდება და ხშირად – უკანონოდ.

 

ქალაქის ქუჩებში, კორპუსებსა და ავტომაგისტრალებს შორის ჩადგმული საეჭვო წარმოშობის ტყის პროდუქციის მთების უკან, მთელი სისტემაა შესაფასებელი: ჭრა, დამზადება, ტრანსპორტირება, გაყიდვა, ყიდვა, დანიშნულების ადგილამდე მიტანა, მოხმარება. ამ სიჭირბოროტო პრობლემაზე მონიტორინგს და კონტროლს რომელიმე ფაზაში რომ ემუშავა, სავარაუდოდ, ეს ბაზრობა არ იარსებებდა და არ გვექნებოდა საქმე უკანონობასთან, რომელშიც ათასობით ადამიანია ჩართული.

 

დეგრადირებული ტყეები და დაკარგული ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი კატასტროფები, ეკონომიკური დანაკარგები და კორუფციის რისკები – ამ უკანონობის შედეგების ჩამონათვალიც საკმაოდ გრძელი და მძიმეა.

 

ისიც ფაქტია, რომ შეშის მოხმარების მასშტაბები რეგიონებით არ შემოიფარგლება და მას დედაქალაქის მოსახლეობა, რესტორნები, თონეები თუ სასტუმროებიც მოიხმარენ. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ შეშას შორიდან ვერ ჩამოიტანდნენ და წესით, თბილისის სიახლოვეს, მდინარეების წყალშემკრებ აუზებში მზადდება. ამ აუზების მდგრადობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შედეგი კი ბოლოს ვერეს კატასტროფამაც დაგვანახა.

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :