fbpx

აპლიკაცია GreenWatch – მომხმარებლის ინსტრუქცია

დარეგისტრირდი – აირჩიე კატეგორია – გადაიღე და აღწერე ფაქტი – მონიშნე ლოკაცია – გამოგვიგზავნე

 

გამოგზავნილი ინფორმაცია გადამოწმდება CENN–ის მიერ, დადასტურების შემთხვევაში, გადაეცემა შესაბამის უწყებას/სამსახურს შემდგომი რეაგირების მიზნით.

 

გაეცანით აპლიკაციის მოხმარების წესს, შესაბამისი თემატური მიმართულებების მიხედვით:

 

ტყე

 

ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%–ს მოიცავს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ ასრულებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოციალურ–ეკოლოგიურ ფუნქციებს, მოსახლეობას უწყვეტად აწვდის სასიცოცხლო რესურსებს, უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრასა და ეკონომიკის ისეთი დარგების მდგრად განვითარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.

 

აპლიკაცია Green Watch–ის  კატეგორია „ტყე“  საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ რეაგირება თქვენს მიერ აღმოჩენილ შემდეგ პრობლემებზე/ფაქტებზე:

 

– გაჩეხილი, დეგრადირებული ტყე

 

– იშვიათი სახეობების, ბუნების ძეგლების ან ეკოსისტემების დაზიანება

 

– არამდგრადი ჭრები

 

– დაავადებული ხეები

 

– ბრაკონიერობის ფაქტი

 

– ხეტყით ან გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფაქტი

 

– ტყის დაბინძურებ

 

სასარგებლო წიაღისეული 

 

სამთო-მოპოვებით მრეწველობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და ზრდის სახელმწიფო შემოსავლების დივერსიფიცირების შესაძლებლობას. თუმცა, მეურნეობის ამ დარგის დადებითი გავლენა, საზოგადოების სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე სრულად ვერ აბალანსებს მისი ფუნქციონირებით განპირობებულ ნეგატიურ ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

სამთო–მოპოვებითი მრეწველობა უფრო მდგრადი გახდება, თუ მისი ფუქუნციონირება ისეთ პროგრესულ მიდგომებზე იქნება ორიენტირებული, რომლებიც შეამცირებენ, ან სრულად აღმოფხვრიან გარემოზე ზემოქმედების ნეგატიურ შედეგებს. ამასთან ერთად, რომ მოხდეს სამთო-მოპოვებითი მრეწველობის მოდერნიზება და ეს დარგი გახდეს უფრო მდგრადი, ამისათვის საჭიროა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და თანამშრომლობა.

 

აპლიკაცია Green Watch–ის  კატეგორია „სასარგებლო წიაღისეული“  საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ რეაგირება თქვენს მიერ აღმოჩენილ შემდეგ პრობლემებზე/ფაქტებზე:

 

– ბუნებრივი რელიეფის დეგრადირებული უბნების ასახვა

 

– სხვადასხვა ხარისხით დაზიანებული ან განადგურებული ნიადაგსაფარი

 

– ზედაპირეული წყლების (მდინარეების, ტბების, ბუნებრივი ჭაობების), წყაროების, მიწისქვეშა წყლების ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების შემთხვევები

 

– სამრეწველო ობიექტების მოქმედებით გამოწვეულ ძლიერი ხმაური

 

– ქუჩებში ან გზებზე მადნით დატვირთული, მოუწყობელ ძარებიანი ავტომანქანების მოძრაობის ფაქტები

 

ნარჩენები

 

ნარჩენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათი არასწორი მართვა კი გარემოსადაცვით საფრთხეს წარმოადგენს. ნარჩენებით დაბინძურებული ადგილები საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ადვილად შესამჩნევი და მასთან ერთად მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. ქუჩებში, ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე, მდინარეებში, ხევებში თუ ველურ ბუნებაში ძალიან ხშირია გარემოს დანაგვიანება. საქართველოს თითქმის ყველა სოფელში არსებობს ნარჩენების განთავსების სპონტანური ადგილები, მცირე ზომის არალეგალური ნაგავსაყრელები. ნაგავსაყრელები კი იზიდავს მწერებს, მღრღნელებს, მავნებლებსა და ლეშიჭამიებს, რომლებსაც წყლითა და ჰაერით გადააქვთ გადამდები დაავადებები. არალეგალური ნაგავსაყრელების არსებობა იწვევს სათბურის გაზების გამოფრქვევასა და ჰაერის დაბინძურებას. ნაგავსაყრელებიდან გამოჟონილ წყლებს შეუძლია, დააბინძუროს ადგილობრივი გარემო, ცხოველები და მცენარეები, დააბინძუროს ნიადაგი და გრუნტის წყლები, წყალმომარაგების სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში კი  ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზეც.

 

აპლიკაცია Green Watch–ის  კატეგორია „ნარჩენები“  საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ რეაგირება შემდეგ პრობლემებზე/ფაქტებზე:

 

– ნარჩენების სპონტანური განთავსების ადგილები – არალეგალური ნაგავსაყრეები

 

– ისეთი მასშტაბის დაბინძურების ადგილები, რომლის გაწმენდაც შეუძლებელია დასუფთავების აქციის მეშვეობით

 

– ადგილი, რომელიც არ არის შემოღობილი, არ დგას საინფორმაციო დაფა, რომ აღნიშნული ადგილი განკუთვნილია ნარჩენების განსათავსებლად და, შესაბამისად, წარმოადგენს ოფიციალურ ნაგავსაყრელს

 

ბუნებრივი კატასტროფები

 

სამხრეთ კავკასია გეოლოგიური აგებულების სირთულით, გეომორფოლოგიური, ჰიდროკლიმატური და გეობოტანიკური პირობების მრავალფეროვნებით ბუნებრივი კატასტროფების მიმართ საგრძნობლად მოწყვლადი რეგიონია. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში – ხშირია მიწისძვრები, მეწყრები, ღვარცოფები, წყალდიდობები და სხვა ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც იწვევენ ადამიანთა მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს. სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების გამომწვევ ფაქტორებს შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს: გეომორფოლოგია, გეოლოგია, სეისმურობა და კლიმატის ცვლილება.

 

აპლიკაცია Green Watch–ის  კატეგორია „ბუნებრივი კატასტროფები“  საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ რეაგირება თქვენს მიერ აღმოჩენილ შემდეგ პრობლემებზე/ფაქტებზე:

 

– მეწყრულ პროცესები

 

– წყალმოვარდნა

 

– ღვარცოფი

 

– ქვათაცვენა

 

– გვალვა

 

– ხანძარი ტყეში

 

– თოვლის ზვავი და სხვ.

 

ქალაქი

 

დღეს, მსოფლიოს ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა აღემატება სოფლად მცხოვრებთა რაოდენობას, ურბანიზაციის ტემპი მაღალია და იზრდება როგორც ცალკეული ქალაქები, ისე მათი რაოდენობაც. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ ქალაქად არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები განსხვავებულია სხვა ტიპის დასახლებული ზონებისგან.

 

მობილური აპლიკაცია GreenWatch-ის კატეგორია „ქალაქი“ გვაძლევს შესაძლებლობას, დავაფიქსიროთ ურბანულ სივრცეში არსებული პრობლემები, მათზე შემდგომი რეაგირების მოხდენის მიზნით. ეს პრობლემები შეიძლება იყოს:

 

– ქალაქის მწვანე საფრის დაზიანება (გადაბელვა – გაჩეხვა)

 

– რეკრეაციული ზონების დანაგვიანება

 

– სამრეწველო დაბინძურება

 

– მდინარეთა კალაპოტების დაბინძურება

 

– დატბორვის ფაქტები

 

– სტიქიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები

 

– ქვეითთა სავალი ნაწილის დაზიანება

 

– ინფრასტრუქტურული ობიექტების გაუმართავობა

 

– ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების არაშესაბამის ადგილებში აღმოჩენის ფაქტები

 

– უკანონო თევზჭერა ან ნადირობა ქალაქში ან მის შემოგარენში

 

– წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებით ვაჭრობის ფაქტი

 

– საჯარო სივრცეების ვანდალური დაზიანების ფაქტები

 

გადმოწერე აპლიკაცია

გარემოზე ზრუნვა შენს ხელშია!

 

გთხოვთ პრობლემაზე რეაგირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში

(მაგ: ხანძარი, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი)

დარეკოთ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზზე 112

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :