fbpx

CENN – ის განცხადება მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ

საქართველოს ხელისუფლების მიერ, 2017 წლის 14 ნოემბერს დაწყებული სამთავრობო ცვლილებები, რომლის შესახებაც პირველი საჯარო განცხადება 2017 წლის 13 ნოემბერს გაკეთდა, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს სახელმწიფოს მიერ მისი ძირითადი ფუნქციებისა და ვალდებულებების განხორციელებაზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გარანტირებულ დაცვაზე.

 

CENN მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო, არსებული ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (რთულ სოციალურ–ეკონომიკურ ფონზე მიმდინარე ევროკავშირთან ასოცირებისა და დემოკრატიული ფასეულებების დამკვიდრების ინტენსიური პროცესი), მოითხოვს სიღრმისეული ანალიზისა და ფართო დისკუსიის წარმართვას, რომელშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული საქართველოს ხელისუფლების ყველა რგოლი, სამოქალაქო საზოგადოება, ევროკავშირი და დიპლომატიური კორპუსი, რომელთა მხარდაჭერითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები და პროგრამები ხორციელდება.

 

CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა და მონაწილეობრივი პროცესების გარეშე, გაუმჭვირვალედ მიღების რისკი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ზიანი მიაყენოს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. პირველ რიგში, ეს ეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება/რეორგანიზაციას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, CENN მიმართავს საქართველოს მთავრობას:

 

– საზოგადოებას წარედგინოს აღნიშნული ცვლილების (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება/რეორგანიზაცია) განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებული არგუმენტაცია;

 

– მომზადდეს და ფართო საზოგადოებას განხილვისთვის წარედგინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობების (მათ შორის, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების), მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, მიმდინარე პროგრამების, სამართლებრივი პროექტების და მათი განხორციელების გადაბარების დეტალური გეგმა შესაბამისი უწყებებისათვის;

 

– განისაზღვროს გონივრული ვადა, რაც საზოგადოებას (მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას) საშუალებას მისცემს, მოახდინოს წარმოდგენილი დეტალური გეგმის ანალიზი და შენიშვნების მიწოდება მისი გაუმჯობესების მიზნით;

 

– დაანონსებული ცვლილებების პაკეტი შემუშავდეს მხოლოდ შემოთავაზებული მონაწილეობრივი პროცესის შედეგად შეთანხმებული გეგმის საფუძველზე და დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტს.

 

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გარანტირებულ დაცვას, ცვლილებების სწორად დაგეგმვას და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას. ამავდროულად, CENN გამოთქვამს მზაობას, ითანამშრომლოს მონაწილეობრივი პროცესის ნებისმიერი ალტერნატიული სცენარის შემუშავებისა და წარმართვის პროცესში.

 

 

CENN_white_

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :