#გარემოსგულისთვის
მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო,
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი წლის გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
საქართველოში, ამ დღეს დაიწყო გარემოსდაცვითი კამპანია გარემოს გულისთვის. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით. კამპანიის პარტნიორია პროექტი ტყის მდგრადი მართვა საქართველოში, რომელიც CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანიას უკვე შემოუერთდნენ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი, რომლებმაც დედამიწის დღეს პასუხისმგებლობა აიღეს წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებასა და შემდგომ მონიტორინგზე.
დიდი მადლობა გარემოს გულითად ელჩებს!
![]() თი ბი სი ბანკი–კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, შუამთა
|
![]() Gvinadze & Partners–თბილისი, კუს ტბა
|
![]() Deloitte–კრწანისი, კრწანისის ტყე პარკი
|
![]() პაშა ბანკი–კრწანისი, კრწანისის ტყე პარკი
|
![]() მეტრო სითი ბათუმი–აჭარა, ბათუმის სანპირო ზოლის ნაწილი
|
![]() ქ.თბილისის საკრებულო– ვერის პარკი Tbilisi
|
![]() კრისტალი–შიდა ქართლი, ქარელის მუნიპალიტეტი, ძამას ხეობა
|
![]() Grant Thornton–კასპი, სოფელი იგოეთის მიმდებარე ტერიტორია
|
![]() ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია–კახეთი, ყვარლის მიმდებარე ტერიტორია
|
![]() კოლხეთის ეროვნული პარკი–სამეგრელო, კოლხეთის ტყე–პარკი
|
![]() ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი–აჭარა, ხულოს მუნიციპალიტეტი |
![]() Well 3–შიდა ქართლი, კასპი, სოფელი მიქელწყარო |
გახდით გარემოს გულითადი მეგობრები და გაუზიარეთ ინფორმაცია კამპანიის შესახებ თქვენს ვირტუალურ მეგობრებს მონიშვნების #გარემოსგულისთვის და #KeepGeorgiabeauiful გამოყენებით.
ერთად, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ნარჩენის შემცირებას!
მეტი ინფორმაცია კამპანიაზე:
http://www.cenn.org/ongoing-campaigns/keep-georgia-beautiful/