fbpx

ევროპული ღუმელები – ქართული ინოვაციური ტექნოლოგიით

ქართველი და ევროპელი სპეციალისტები ადგილობრივ წარმოებასა და მოხმარებაზე მორგებული მყარი ბიომასის ღუმლების ახალ მოდელებზე მუშაობენ. ევროპული ანალოგისგან განსხვავებით, ღუმლის გარსაცმში მრგვალი მილები ჩანაცვლებულია ოთხკუთხედით, რაც აიაფებს და ამარტივებს საწარმო პროცესის მართვას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველ მეწარმეები პროდუქტის დამზადებას მარტივი ტიპის მექანიკურ საამქროებშიც შეძლებენ.
შემუშავებული მოდელები,  ზიგზაგისებური კედელი და მასში მილკვადრატების განთავსება წიბოებით, მნიშვნელოვნად ზრდის ღუმლის თბოგამტარობას, აუმჯობესებს ხარჯთეფექტურობას და შესრულებადობას. დამატებით, ასეთი მიდგომა ურთიერთავსებადი დეტალებით სხვადასხვა ვარიაციების სერიული წარმოების საშუალებას იძლევა (განსხვავებული დიზაინი, სიმძლავრე, ფუნქციები).
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინოვაციური პროტოტიპების პილოტირება „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ საწარმოო ბაზაზე. ენერგოეფქტიანი ღუმლების სერიული წარმოება წარმატებული ტესტირების შემდეგ გახდება შესაძლებელი. დაგეგმილია ღუმლების სერტიფიცირებაც.
სოფლად ენერგო–გადაწყვეტილებების განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებას და დაბალი ეფექტიანობის ღუმელების ჩანაცვლებას გათბობის თანამედროვე და კომფორტული საშუალებებით. პროგრამა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში ხორციელდება და რამდენიმე დონორულ პროექტს აერთიანებს: „მყარი ბიომასის ენერგოეფექტიანი ღუმელები მცხეთა მთიანეთის რეგიონისთვის“ (განმახორციელებელი – “აგორა“, ფინანსური მხარდაჭერა –  UNDP ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით); „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის: (განმახორციელებელი – CENN, ფინანსური მხარდაჭერა – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC).
წარმოდგენილი ინოვაცია ეფუძნება შპს ესკოს ინჟინერ–კონსტრუქტორების:  აბესალომ გვათუა, გოგა გიორგობიანი, ქეთევან ღეხვიაშვილი და მათი ჩეხი კოლეგის, რადეკ სუდას მოსაზრებებს.

 

Figure.1 Figure. 2

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :