2014 წლიდან CENN ახორციელებს რეგიონულ პროექტს – გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში, რომლის მიზანია სიღარიბის შემცირება, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების გაზრდა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების ხელშეწყობა.
კონფერენცია გაიმართა 2017 წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო Courtyard Marriot-ში
კონფერენციის მიმდინარეობისას, დაინტერესებული მხარეები გაეცნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენას ბუნებრივ და სოციალურ – ეკონომიკურ გარემოზე და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა 3-წლიანი რეგიონული პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები და მათი შედეგები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. შეხვედრას დაესწრნენ CENN – ის პარტნიორები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.