fbpx

მასწავლებლების სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს მასწავლებლებისათვის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია მასწავლებელების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიცაქტიურად არიან ჩართულნი ან/და აქვთ მზაობა ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრასა და მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით;

პროგრამის ხანგრძლივობა არის 9 თვე (იანვარი-სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:

  1. საჭიროებაზე მორგებული ტრენინგ-მოდული: პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ოთხ ერთდღიან ინტენსიურ ტრენინგ კურსში და გაიღმაონ ცოდნა დემოკრატიული ღირებულებების, მონაწილეობრივი დემოკრატიის და მშვიდობის მშენებლობის შესახებ. ამასთანავე, განივითარონ უნარები სათემო ინიციატივების, პროექტის დაგეგმვის და განხორციელების მიმართულებით;
  2. კავშირების გაძლიერება: პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ვირტუალური კავშირები, დაესწრონ ვებინარებსა და სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებას თემატური ექსპერტების მონაწილეობით;
  3. სამოქალაქო განათლების ბანაკი: სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები შეძლებენ მონაწილება მიიღონ ოთხდღიან სამოქალაქო განათლების ბანაკში, რომლის ფარგლებშიც, განავითარებენ საპროექტო განაცხადებს;
  4. მენტორინგი: შერჩეულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მენტორების დახმარებით უკეთ მოახდინონ თემში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და შეიმუშაონ შედეგზე ორიენტირებული საპროექტო წინადადებები;
  5. პროექტების დაფინანსება და განხორციელება: აღნიშნული ფაზის განმავლობაში, დაფინანსდება და განხორციელდება მასწავლებლების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები (პროექტის საშუალო ბიუჯეტი: 2500 ლარი);
  6. შემაჯამებელი კონფერენცია: პროგრამის დასასრულს, ჩატარდება შემაჯამებელი კონფერენცია პროგრამის მონაწილეებს შორის კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/3kgKJvmv9Douf9Sn6  

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 დეკემბერი, 18:00 საათი.

დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება და განიხილება.

მნიშვნელოვანია, კონკურსანტს ჰქონდეს საკუთარი აქტიური ელექტრონული ფოსტა, რომელსაც ამოწმებს ყოველდღიურად.  პროგრამის შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე, პროგრამის მონაწილეების შერჩევის შემდგომ, კომუნიკაციის მთავარ საშუალებად გამოყენებული იქნება ელფოსტა.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 36 მასწავლებელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით – თეონა ჯაფოშვილი: teona.japoshvili@cenn.org  

მასწავლებლების სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და ხორციელდება პროექტის “EDULinks – კავშირების დამყარება განათლების საშუალებით” ფარგლებში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :