2018 წლის აგვისტოდან თბილისში ნარჩენების დახარისხების კუთხეებს კიდევ ორი ადგილი დაემატა–თბილისის მწვანე სკოლა (მის.:, ევგენი მიქელაძის ქ.) და გალფის ავტოგასამართი სადგური (მის.: ჯავახეთის ქ.). სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების დახარისხებას დაიწყებენ. კერძო სკოლისგან განსხვავებით, გალფის ავტოსადგურზე პლასტმასის, ალუმინისა და შუშის ნარჩენის დახარისხება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
2018 წლის იანვრიდან ქალაქ თბილისში 8 ადგილზე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების კუთხე. აღნიშნულ სტენდებთან მოსახლეობას შეუძლია, მიიტანოს შემდეგი დახარისხებული ნარჩენი: ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი.
სად მივიტანოთ ნარჩენი
გადახედეთ ნარჩენების დახარისხების კუთხეების ადგილებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მდებარეობა და დაიწყეთ რესურსების დაზოგვა.
სეპარაციის სტენდების ადგილმდებარეობა მოცემულია რუკაზე: http://bit.ly/2FO8F2H
რა სახის ნარჩენი უნდა განთავსდეს სეპარაციის სტენდებში.
სეპარაციის სტენდებში შესაძლებელია ოთხი სახეობის ნარჩენის განთავსება: ქაღალდის, პლასტმასის, შუშისა და ალუმინის. ნარჩენების დახარისხებამდე დარწმუნდით, რომ ნარჩენი არის სუფთა: პლასტმასისა და ალუმინის ქილებში არ არის სითხე, ქაღალდი არ არის სველი და/ან ცხიმიანი.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია ურნებში ნარჩენების სწორად განთავსებაზე:
http://bit.ly/2ERdUNQ
რა გზას გადის ურნებში განთავსებული ნარჩენი
ურნებში განთავსებული დახარისხებული ნარჩენების ტრანსპორტირებას გადამამუშავებელ კომპანიებში უზრუნველყოფს შპს „სუფთა სამყარო“. დახარისხებული ნარჩენები გადამუშავდება სხვადასხვა საწარმოში და იქმნება ახალი პროდუქტები. ქაღალდის ნარჩენის გადამუშავება ხდება ქვეყანაშივე, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენი გადის ექსპორტზე, ხოლო შუშის ნარჩენის ნაწილი მუშავდება ქვეყანაში, ნაწილი კი გადის ექსპორტზე.
თუ გსურთ, შეიტყოთ მეტი იმის შესახებ, თუ სად მიდის ნარჩენი, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ვიდეო.
http://bit.ly/2mS3WoZ
რისთვის არის საჭირო ნარჩენების დახარისხება
ნარჩენების დახარისხებითა და გადამუშავებით:
1. იზოგება ბუნებრივი რესურსი
2. მცირდება ნაგავსაყრელების რაოდენობა
3. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები
სიახლე 2019 წლის თებერვლიდან
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივი დანერგვა.
დაეხმარე მთავრობას ამ ინიციატივის განხორციელებაში და მიეცი მაგალითი სხვას.