fbpx

კვლევა – სათბობი შეშის მოხმარების გავლენა ეკონომიკაზე და სხვა ალტერნატიული სათბობი რესურსებით ჩანაცვლების ხარჯსარგებლიანობის ანალიზი

საქართველოში არსებული არამგრადი პრაქტიკით ყოველწლიურად შინამეურნეობების მიერ მერქნული რესურსის 2,4 მლნ მ3 შეშის მოხმარებით იკარგება 446 მლნ ლარი, რაც 10 წლიან პერიოდზე 3,65 მლრდ. ლარს შეადგენს. ამასთან, აღნიშნული მოხმარება ბევრად აღემატება მდგრადი მოხმარების პრაქტიკით შესაძლო მერქნული რესურსების შეშად მოხმარების ნორმას, ფაქტია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სოციალური ჭრისთვის გამოყოფილი მერქნული რესურსის მოცულობა შინამეურნეობების საერთო მოხმარების 25 %-ს შეადგენს. დანარჩენი რესურსების მოპოვება კი, უმთავრესად, უკანონო ჭრების საფუძველზე ხორციელდება.

 

კველვის შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ შინამეურნეობები, რომლებიც ამჟამად ბაზარზე შესყიდულ შეშას მოიხმარენ აუცილებელია გადავიდნენ ალტერნატიული სათბობი რესურსების გამოყენებაზე.

 

ალტერნატიული სათბობი რესურსების ღირებულების შესწავლით განისაზღვრა, კონკურენტული ფასების მქონე სხვა სათბობი რესურსები (ქვანახშირი, პელეტები, სხვა), რომელთა გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია რიგი ეკონომიკური საქმიანობის სახეობების განვითარება. ალტერნატიული სათბობის ინტენსიური გამოყენება მომავალში ხელს შეუწყობს მერქნული რესურსის არაეფექტიანი მოხმარების პრაქტიკის შემცირებას, მოახდენს სათბობი რესურსების დივერსიფიცირებას, გაზრდის მერქნული რესურსით წარმოებული ძვირადღირებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალსა და მისი წარმოების შესაძლებლობებს მერქნული რესურსების კომერციული მიზნით გამოყენების კუთხით.

 

განსაკუთრებით საყურადღებოა, შეშის მოხმარების შერეული მოდელით ჩანაცვლება, რაც გულისხმობს ეფექტიანობის თვალსაზრისით შეშის ალტერნატიული სათბობი რესურსების (უმთავრესად ქვანახშირის, პელეტებისა და მცირედი დოზით გაზის) მოხმარებაზე ეტაპობრივ გადასვლას. აღნიშნული ინიციატივით სარგებელს მიიღებს არა მარტო შინამეურნეობები (ნაკლები დანახარჯები, დამატებითი შემოსავლები, გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო და სხვ.) არამედ ადგილობრივი და ეროვნული ეკონომიკა (დამატებითი სამუშაო ადგილები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, დასაქმება, დამატებიტი საბიუჯეტო შემოსულობები, სხვა).

 

კვლევის სრული ვერსია – სათბობი შეშის მოხმარების გავლენა ეკონომიკაზე და სხვა ალტერნატიული სათბობი რესურსებით ჩანაცვლების ხარჯსარგებლიანობის ანალიზი

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :