fbpx

საველე მეგზური - საქართველოს მცენარეები

საველე მეგზური შეიცავს საქართველოს ფლორის 812 სახეობას და 812 ორიგინალურ ფოტოს. საველე მეგზურის მიზანია საქართველოს მცენარეული მრავალფეროვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას დაეხმაროს მცენარეების საველე პირობებში ამოცნობაში. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც დაკავებულია მცენარეების შეგროვებით და იყენებს მათ როგორც პირადი სარგებლობისათვის, ასევე კომერციული დანიშნულებით; განსაკუთრებით კი – ქალებისა და გოგონების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის. მეგზურში შეტანილია როგორც იშვიათი და ენდემური, ასევე მეტ- ნაკლებად გავრცელებული სახეობები. საველე მეგზურზე მუშაობის დროს, 2017 წლის მარტიდან სექტემბრის ბოლომდე, ავტორმა იმოგზაურა მთელ საქართველოში.

საველე მეგზური მომზადდა პროექტის – „ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის“ – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის – ADC-ის – ფინანსური მხარდაჭერით. საველე მეგზურის შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი და, შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ADC-ის მოსაზრებებსა და შეხედულებებს.


X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :