fbpx

საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალის შეფასება

გადმოწერეთ ანგარიშის სრული ვერსია – საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალის შეფასება

 

CENN, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2016 წლის ბოლომდე გეგმავს ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავებას, რომელმაც უნდა უპასუხოს სატყეო დარგში არსებულ გამოწვევებს და შესაბამისობაში მოვიდეს ტყის ახალი კოდექსის პროექტთან.
დარგის სტრატეგია უნდა ეყრდნობოდეს დარგში და ტყეებში არსებული სიტუაციის ობიექტურ სურათს და მასში ინტეგრირებული უნდა იყოს განვითარების ყველა მიმართულება – ტყეების ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ფუნქციების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის შემუშავებისას ხელისუფლებას ქონდეს სრული სურათი როგორც ამ მიმართულებებით არსებული პრობლემების, ასევე განვითარების პერსპექტივების კუთხით. საქართველოს ტყეების პოტენციალის შეფასებისას, პირველ რიგში, სწორედ რეკრეაციული მიმართულება უნდა გაანალიზდეს, რამაც შედეგად ტყეებზე ნაკლები ზეწოლა, მეტი ეკონომიკური სარგებელი და ალტერნატიული შემოსავლები უნდა მოიტანოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს რეკრეაციული ტყეების მართვის მხრივ რაიმე სახის გამოცდილება არ გააჩნია და ამ მიმართულებით მიმდინარე პერიოდში რაიმე სახის საქმიანობა არ ხორციელდება. პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის თვალსაზრისით ეროვნულ სატყეო სააგენტოს საქართველოშივე აქვს საკმაოდ საინტერესო და წარმატებული მაგალითი დაცული ტერიტორიების სახით, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტყეების რეკრეაციული მართვის მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული და ტყის მენეჯმენტი დაცული ტერიტორიების მართვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმაოდგენს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს გამოცდილების გაზიარება საქართველოს ტყეების მართვაში რეკრეაციული მიმართულების განვითარებისას. შესაბამისად კვლევის ძირითადი მიზანი სწორედ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრაქტიკის ანალიზია მისი ინტერპრეტაციისთვის საქართველოს ტყეებზე. ეს პრაქტიკა შეიძლება წარმატებით იქნას გადმოტანილი საქართველოს სატყეო ფონდის მართვის თვალსაზრისითაც, რამაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც საქართველოს ტყის ეფექტურ მართვას, ასევე, სამეურნეო ფუნქციის გამოყენებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. საქართველო შეიძლება გადაიქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად, რომელიც რეალიზებას გაუკეთებს ტურიზმის განვითარებას და მერქნის მოპოვების ნაცვლად აქცენტს ტყის რეკრეაციულ ღირებულებაზე გააკეთებს.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :