fbpx

ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის

_

CENN აცხადებს საგრანტო კონკურსს – ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის.

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და სოფლის განვითარების საკითხებზე ახალგაზრდების (განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების – შშმ პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, ეკომიგრანტების) ცნობიერების ამაღლებას, და, ამ მიმართულებებში მათი უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობას.

საგრანტო დაფინანსების რაოდენობა შეადგენს 6,000 ლარს. პროექტის აქტივობები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2022 წლის 10 ნოემბრისა. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 სექტემბერი, 00:00 საათი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგ ორგანიზაციებს:

* ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები და ეკოკლუბები (სკოლის სახელით);

* საჯარო სკოლები, ბავშვთა თავშესაფრები, დღის ცენტრები;

* არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (არასა მთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ.);

* პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები

საგრანტო კონკურსი ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით.

საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის” დეტალური სახელმძღვანელო იხილეთ აქ.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

აპლიკანტის სახელმძღვანელო

სააპლიკაციო ფორმა_ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის

ბიუჯეტის ფორმა

განხორციელების გეგმა

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :