fbpx

CENN აცხადებს კონკურსს ევროპის ერთ-ერთი იშვიათი სახეობის - ბექობის არწივის კონსერვაციისათვის

CENN აცხადებს კონკურსს ევროპის ყველაზე იშვიათი სახეობის – ბექობის არწივის (Aquila heliaca) კონსერვაციისათვის.

 

კონკურსის მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იშვიათი სახეობების დაცვის მნიშვნელობაზე და ბექობის არწივის კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

კონკურსის თემა:

ბექობის არწივი აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებზე ბინადრობს. ფრინველი IUCN-ის საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა ნუსხაშია შესული, როგორც მოწყვლადი სახეობა. პოპულაციის რაოდენობა თანდათან იკლებს. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მობუდარი ბექობის არწივის რიცხვი 55-დან 10 წყვილამდე შემცირდა.

 

კლების მიზეზებია: ადამიანების მიერ ბუდობის დროს ფრინველების შეწუხება, საბუდარი ხეების და ელექტროგადამცემი ბოძების მოჭრა, ბუდიდან კვერცხებისა და მართვეების ამოყვანა, ელექტროდენის დარტყმის შედეგად სიკვდილი, ქარის ან თოვლის შედეგად ბუდის ჩამონგრევა და მათი საარსებო გარემოსა და საკვების დეგრადაცია.

 

ბექობის არწივი 2-3 კვერცხს დებს და ერთ, იშვიათად, ორ მართვეს ზრდის. ნებისმიერი გაცდენილი წელი კი კლებადი პოპულაციისათვის ძალიან დიდი ზიანის მომტანია.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კახეთის რეგიონის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე – ჯგუფურად.

 

კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ პროექტი  საკონკურსო თემატიკაზე.

 

შერჩევის კრიტერიუმები: ყურადღება მიექცევა აქტივობების დასაბუთებას, ინოვაციურობასა  და მდგრადობას.

 

ბოლო ვადა: 30 მარტი, 2018 წელი

 

კონკურსის 9 გამარჯვებული პროექტის ავტორს/ავტორებს CENN გადასცემს გრანტს, მაქს. 2000 ლარის ოდენობით

 

შევსებული სააპლიკაციო ფორმა საკონტაქტო დეტალებთან ერთად უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

megi.gamtkitsulashvili@cenn.org

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :