fbpx

ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდია 2022

ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდიაზე აპლიკაციების მიღება დაიწყო!

2021 წელს CENN-მა ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის სტიპენდია დააარსა. სტიპენდიის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა.  სტიპენდია გამოჩენილი გეოგრაფისა და ეკოლოგის, ჭიჭიკო ჯანელიძის სახელს ატარებს და ყოველწლიურად წარმატებულ ახალგაზრდა გარემოს დამცველებს აჯილდოებს.

2022 წლის მწვანე სტიპენდიის განაცხადები 5 ივნისიდან მიიღება. სტიპენდია 1000 ლარი იქნება და გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

* სტიპენდია ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის;

* სტიპენდია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ეფექტიანი ადაპტაციისათვის.

CENN-ის მწვანე სტიპენდიისათვის კანდიდატმა უნდა გააკეთოს საკუთარი თავის ნომინირება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. კანდიდატურის წარდგენა შეიძლება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ნომინაციაში, თუმცა ერთ კანდიდატს მხოლოდ ერთ ნომინაციაში შეუძლია გამარჯვება.

ნომინანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

* იყოს 14-დან 29 წლამდე ასაკის;
* წარდგენილი აქტივობები განხორციელებული უნდა იყოს 2021-2022 წლების განმავლობაში.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/JicFqFhk83rjCV9aA

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ივნისი.

სტიპენდია გაიცემა ერთჯერადად, აგვისტოს თვეში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, თხოვთ, დაგვიკავშირდეთ: communications@cenn.org

სტიპენდია ინიცირებულია CENN-ის მიმდინარე პროექტების (1) საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP), მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ, და (2) “ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” – დაფინანსებული ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :