fbpx

ავსტრიამ საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა - სამუშაო ვიზიტი ტყის, სოფლის განვითარებისა და სტიქიური პროცესების მართვის საკითხებზე.

CENN-ის პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილე მარია პატეკტან. მხარეებმა ავსტრიის ფედერალური ტყეების ბიზნესმოდელზე, კატასტროფების რისკების ინტეგრირებულ მართვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ აღნიშნა, ტყეების მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სოციალური კეთილდღეობის ზრდისთვის. ამასთან, ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს არის აუცილებელი პირობა ეკოლოგიურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის, მათ შორის, კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილების კუთხით.

მთავარი ამოცანაა ქვეყანაში არსებული ტყეები იმართებოდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ პროცესში ავსტრია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. 2012 წლიდან სამინისტროს მჭიდრო და უწყვეტი თანამშრომლობა აქვს ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADC), რომლისთვისაც საქართველოს სოფლის და სატყეო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებად ჩამოყალიბდა. აღნიშნული სააგენტოს დაფინანსებით, არაერთი პროექტი განხორციელდა და სამომავლოდაც არის დაგეგმილი”, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

მარია პატეკმა ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა. „ტყეების მდგრადი გამოყენება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. ამ კუთხით, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია”,აღნიშნა ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილემ მარია პატეკმა.

შეხვედრას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და CENN-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ავსტრიის ბუნებრივი რესურსებისა და ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BOKU), ტყის კვლევების ფედერალური ცენტრის (BFW), ბუნებრივი საფრთხეების ინსტიტუტის და კარავანკენის გეოლოგიური პარკის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :