fbpx

ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია VIII – XI კლასების მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებების, მშვიდობის მშენებლობის და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მერვე, მეცხრე, მეათე, და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმში, ხელი შეუწყონ ადგილობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაუმჯობესებას და გახდნენ ახალგაზრდა ლიდერები.

პროგრამის ხანგრძლივობა არის 8 თვე (თებერვალი-სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:

  1. ონლაინ მასტერკლასები: პროგრამის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან საჭიროებებზე მორგებულ მასტერკლასებს და შეიძენენ ცოდნას დემოკრატიული ღირებულებების, მშვიდობის მშენებლობისა და მონაწილეობრივი დემოკრატიის შესახებ.
  2. სამოქალაქო განათლების ბანაკი: შერჩეული ახალგაზრდა ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ხუთდღიან სამოქალაქო განათლების ბანაკში, სადაც განავითარებენ საპროექტო წინადადებებს;
  3. მენტორინგი: პროგრამის მონაწილეებს თემში/სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და შედეგზე ორიენტირებული საპროექტო წინადადებების მომზადებაში დაეხმარებიან მენტორები.
  4. პროექტების დაფინანსება და განხორციელება: აღნიშნული ფაზის განმავლობაში, დაფინანსდება და განხორციელდება პროგრამის მონაწილეთა წარმატებული  საპროექტო იდეები (პროექტის საშუალო ბიუჯეტი: 1200 ლარი);
  5. შემაჯამებელი კონფერენცია: პროგრამის დასასრულს, ჩატარდება შემაჯამებელი კონფერენცია მონაწილეებს შორის კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/rd7mhABcp8ftifki9

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 24 დეკემბერი, 18:00 საათი.

დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება და განიხილება.

მნიშვნელოვანია, კონკურსანტს ჰქონდეს საკუთარი აქტიური ელექტრონული ფოსტა, რომელსაც ამოწმებს ყოველდღიურად.  პროგრამის შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე, პროგრამის მონაწილეების შერჩევის შემდგომ, კომუნიკაციის მთავარ საშუალებად გამოყენებული იქნება ელფოსტა.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 24 მოსწავლე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით – თეონა ჯაფოშვილი: teona.japoshvili@cenn.org  

ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და ხორციელდება პროექტის “EDULinks – კავშირების დამყარება განათლების საშუალებით” ფარგლებში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :