fbpx

ახალგაზრდული სამიტი სკოლის მოსწავლეებისთვის 2018

USAID–ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (USAID WMTR II/ CENN) აცხადებს ახალგაზრდულ სამიტს კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და ქალაქ თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის.

 

სამიტის მიზანი:
• USAID WMTR II პროგრამის ოთხი სამიზნე რეგიონის (კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი და თბილისი) აქტიური, მიზანმიმართული და მოტივირებული სკოლის მოსწავლეების გაერთიანება გამოცდილების გაზიარებისა და ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზე მსჯელობისათვის;
• დიალოგის გამართვა ახალგაზრდებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის, ასევე, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა მათ შორის.
• ნარჩენების მართვის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავება (ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის აწყობა, ცნობიერების ამაღლების კამპანია და ა.შ.) სამომავლო განხორციელების მიზნით.

 

ვინ მიიღებს სამიტში მონაწილეობას?
• USAID WMTR II პროგრამის 4 სამიზნე რეგიონის სკოლების მე–8, მე–9, მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გარემოს დაცვისა და ნარჩენების ინტეგრირებული მართვის საკითხებით.

 

სამიტის მოწვეული სტუმრები:
• ნარჩენების მართვის სექტორში ჩართული შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები;
• არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ნარჩენების მართვის კუთხით მუშაობენ ქვეყანაში.

 

ახალგაზრდული სამიტი ჩატარდება 3 დღის განმავლობაში 15 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით. 1–2 დღე ბულაჩაურის მწვანე ცენტრში შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა სამიტზე წარსადგენი საკითხების გამოკვეთის მიზნით, ხოლო 17 დეკემბერს თბილისში ჩატარდება სამიტი.

 

ახალგაზრდულ სამიტში მონაწილეების შერჩევა მოხდება შემოსული აპლიკაციების საფუძველზე.

 

აპლიკაციის შესავსებად, და მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე.

 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2 დეკემბერი, 2018. პროგრამა შერჩეულ მონაწილეებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 7 დეკემბერს, 2018.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :