fbpx

CENN-ის განცხადება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინის ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით

Add a little bit of body text (12)

 

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე უკვე მესამე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ,,წითელ ზონაში“ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ხელმისაწვდომობა ვირუსისგან თავდაცვის საშუალებებზე და ინფორმაციაზე.

 

CENN, ევროკავშირისა და New World პროგრამის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროსთან“ და ბოლნისის ,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და დაცულობა.

 

CENN ახორციელებს სომხური და აზერბაიჯანული თემით დასახლებულ სოფლებში კორონავირუსისგან (COVID-19) თავდაცვის გზების შესახებ საინფორმაციო მასალების თარგმნას, გავრცელებასა და თავდაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

ასეთ დროს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა, ჰიგიენის დაცვა და ხელის ხშირი დაბანა. თავდაცვის საუკეთესო საშუალებას კი სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენა წარმოადგენს.

 

გარდა ამისა, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში გაიზარდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, რაც ასუსტებს სოციალურ სოლიდარობას და ართულებს კრიზისთან გამკლავებას. ვგმობთ ნებისმიერი სახის სიძულვილის ენას და მოგიწოდებთ, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სოციალური უმცირესობების მხარდაჭერისაკენ.

 

CENN მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მოქალაქეს კორონავირუსთან ბრძოლაში შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

 

საინფორმაციო მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2Ufoh8G

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :