fbpx

ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება გორის მუნიციპალიტეტში სოციალური და მწვანე მეწარმეობის გზით

ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული მედია ტურის „აღმოაჩინე სოციალური და მწვანე მეწარმეები გორში“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ქალ ახალგაზრდა მეწარმეებს 10-მდე ჟურნალისტი ეწვია.

მედია ტური CENN-ის მიმდინარე პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი ადგილობრივი მწვანე და სოციალური ბიზნესინიციატივების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და სენის საქმიანობის შედეგების წარმოჩენა იყო.

ტურის ფარგლებში მონაწილეები ეწვიენ გორის ინოვაციურ ცოდნის ჰაბს, გაეცნენ კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ახალგაზრდა მეწარმეებს და გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გუბერნატორ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად საზეიმოდ გახსნეს საწარმოები “ლიდერი” და “ბამანე”.

ჟურნალისტებმა მოინახულეს სოციალური საწარმო „ლიდერი“, რომელიც ერთ -ერთი პირველი სამკერვალოა რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. საწარმოს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა ქალი მეწარმე – ნინო გიორგაძე.

გარდა ტექსტილის ნარჩენების მართვისა, პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიიდან (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) ქალებისა და გოგონებისათვის პროფესიის შესწავლას, ჭრა-კერვა-კონსტრუირებასა და შემდგომ დასაქმებას.

ყვავილების სათბური „ფლორა ვილ“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში არსებული სასათბურე მეურნეობაა, რომელსაც ხელმძღვანელობს ასევე ახალგაზრდა ქალი მეწარმე ნათია ირემაძე. საწარმო მიზნად ისახავს ახალგაზრდების გადამზადებას სასათბურე მეურნეობის მართვის მიმართულებით. ფლორა ვილი აწარმოებს ოთახის ყვავილებისა და მცენარეების სხვადასხვა სახეობას.

ჟურნალისტები ასევე ეწვივნენ სამკერვალოს „ბამანე“ და საზეიმოდ გახსნეს სამკერვალოს ახალი ბრენდი – საბავშვო მიმართულება „აბა“. სამკერვალო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში. სამკერვალო საკერავ მასალად ტექსტილის ნარჩენებს იყენებს და მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. საწარმოს გარემოსდაცვითი მისიის გარდა, აქვს სოციალური მისიაც – მოწყვლადი ქალების დასაქმება და მათი რესოციალიზაცია.

რაც შეეხევა კომპანიას „ფიტ“ და მის პროდუქტს „ჩემპი“, ეს საწარმო არის 3 სტუდენტის მიერ დაფუძნებული ჯანსაღი ხემსის სტარტაპი, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიცში. კომპანია შრობის ინოვაციური მეთოდით აწარმოებს ვაშლის ჩიფსს. „ჩემპის“ მისიაა საზღვრისპირა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და უნარჩენო წარმოების განვითარება.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :