fbpx

თბილისში ნარჩენების დახარისხების 13 ახალი სტენდი გაიხსნა

21 ნოემბერს თბილისში ნარჩენების სეპარაციის 13 ახალი სტენდი გაიხსნა. სტენდები განთავსებულია თბილისის სხვადასხვა უბანში: ოთხი რაიონის გამგეობის შენობის, უნივერსიტეტების, საჯარო სკოლების, მეტრო სადგურისა და სხვა ინსტიტუციების გვერდით. ახალი სტენდების გახსნის ცერემონია ვაკის რაიონის გამგეობაში გაიმართა.

 

ნარჩენების დახარისხების სტენდები USAID ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II პროგრამის და თბილისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა. პროგრამის დახმარებით გასულ წელს ნარჩენების სეპარაციის 10 სტენდი გაიხსნა.

 

შესაბამისად, თბილისში სხვადასხვა საჯარო ადგილას უკვე 23 სეპარაციის სტენდია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ დახარისხებული ნარჩენი – PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. აღნიშნული სტენდებიდან დახარისხებულ ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კერძო კომპანია სუფთა სამყარო, რომელიც ახდენს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას და აწვდის ქაღალდს და შუშას ადგილობრივ გადამამუშავებელ კომპანიებს შემდგომი გადამუშავების მიზნით. ხოლო პლასტმასა და ალუმინი გააქვს ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნაში, მათ შორის თურქეთსა და უკრაინაში.

 

USAID/WMTR II პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან მართვას და ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე ნარჩენებით მიყენებულ ზიანის მინიმუმამდე დაყვანას.

 

USAID/WMTR II დახმარება მოიცავს ქვეყანაში ნარჩენების გადამამუშავებელი სისტემის განვითარებას, რაც მიიღწევა კერძო გადამამუშავებელი კომპანიების ოპერირების გაუმჯობესებით, მოქალაქეებისთვის ნარჩენების დახარისხების შესაძლებლობების შექმნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის მტკიცე თანამშრომლობის ჩამოყალიბებით და დახარისხების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვით.

 

SEBO8737 SEBO8422

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :