fbpx

კასპის მოსახლეობა ცემენტის 70 წლიანი წარმოების შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე ალაპარაკდა

90-იანი წლების შემდეგ,  კასპში ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არანაირი კვლევა და მონიტორინგი არ ჩატარებულა.

 


კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტისგარდა, კასპში რამდენიმე კირქვისა და  ქვაღორღის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს, რომელთა გავლენას ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ჯანმრთელობაზე  გრძნობს. არსებულ სიტუაციას კასპში, ასევე მძიმედ აფასებენ გარემოსდაცვითი ექსპერტები და ორგანიზაციები. ჯანდაცვის ორგანიზაციებს კი დაავადებების სტატისტიკაზე საუბარი უჭირთ.

                                                                                                                                                                  

მარიკო წიქორიძე, კასპი

 

თბილისიდან 49 კილომეტრის მოშორებით, ცენტრალური მაგისტრალიდან არც ისე შორს, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეთ უზარმაზარი, თითქმის 55 მეტრიანი, შავი ლითონის მილი, რომლიდანაც ნაცრისფერი კვამლი წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტად ამოდის – ზოგჯერ მკრთალად, ზოგჯერ კი მეტად შესამჩნევად. ეს კასპის ცემენტის ქარხნის გამონაბოლქვია და იგი სწორედ იმ ტერიტორიას აბინძურებს, სადაც ქ. კასპია გაშენებული,  19,900 მოსახლით.
ქალაქში შესვლისთანავე, რასაც არა წვიმიან ამინდში პირველად იგრძნობთ, სუნია – უხვად მომდინარე მტვრის სუნი. იცოდეთ, რომ არ გეჩვენებათ, ეს სუნი აქ ჩვეულებრივი ამბავია და ნებისმიერი კასპელი ამას ისევე შეჩვეულია, როგორც ცემენტისა და დაფქული კირქვის სუნს.
ქალაქის ცენტრში მოსახლეობა უხვადაა შეკრებილი, მოედნის ირგვლივ, ერთმანეთის მიყოლებით,  მაღაზიებია ჩამწკრივებული, მათ შორისაა გურამ ბერიანიძის პატარა, მაგრამ საჭირო, ,,რკინეულობის მაღაზია“. ბერიანიძე ამბობს, რომ ყოველ დილით საქმიანობას 8 საათზე იწყებს და მყიდველს მაღაზიის წინ დადგმულ სკამზე ჩამომჯდარი ხვდება. 40 წელია  სწორედ აქედან გაჰყურებს კასპის ცემენტის ქარხნიდან ამოსულ ხან შავ, ხან ნაცრისფერ და ხანაც  თეთრ კვამლს.

 

სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია მოცემულ ლინკზე

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :