fbpx

კონკურსი ჟურნალისტებისათვის

CENN აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის მედიაპროექტში – სატყეო რეფორმა მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტის ძირითადი მიზანია ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

 

პროექტი მოიცავს:

 

5 დღიანი ტრენინგი სფეროს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში (ტყის მდგრადი მართვა, ტყეების ეკონომიკური ღირებულება და პოტენციალი, ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმები, სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა) 3-7 ივლისი, 2017

 

იხილეთ ცენტრის ვებგვერდი:

 

სასწავლო ტურები საქართველოს ტყეების მოწყვლად უბნებზე (ივლისი-აგვისტო, 2017)

 

მედია კონკურსი – მედია პროექტის დაწყებისთანავე ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და საკონკურსოდ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები შემდეგ ნომინაციებში პრიზის მოსაპოვებლად

 

1. აქტიური სატელევიზიო გაშუქება
2. აქტიური ბეჭდური გაშუქება
3. საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი
4. საუკეთესო სტატია ბეჭდურ მედიაში
5. საუკეთესო აუდიო-ვიზუალური რეპორტაჟი
6. საზოგადოების რჩეული

 

საკონკურო ნამუშევრების ბმულები მიიღება ელ. ფოსტაზე – greenwatch@cenn.org

 

გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში.

 

ტრენინგის თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს

 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი პრიზები და სპეციალური სერტიფიკატები

 

პროექტში მონაწილეობის ხარჯებს (კვება, ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება) დაფარავენ ორგანიზატორები:
პროექტის პარტნიორები და ფინანასური მხარდამჭერები არიან:

 

• ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)
• გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, GIZ
• Global Forest Watch
• GEF
• UNEP

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: Media Trainings _ Short Info_ 170616 ან დაგვიკავშირდით: 599 50 27 17, nino.bregadze@cenn.org

 

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი 2017 წლის 26 ივნისამდე.

 

გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ – მედია პროექტისატყეო რეფორმა

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :