ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის მიზანია ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება შემდეგი მიმართულებებით: ორგანიზაციული განვითარება, ფინანსური მდგრადობა, ლობირება და ადვოკატირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობრივ პროცესებში ჩართულობა. პროგრამა განსაკუთრებულ ფოკუსს მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სოციალური სერვისების მიწოდებასა და განვითარებაში.
შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა (CDP) მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- 1. პროგრამის მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობების და საჭიროებების ანალიზი;
- 2. სწავლება, ტრენინგები და ინდივიდუალური მენტორული სესიები;
- 3. თემატური კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან;
- 4. სასწავლო ვიზიტები ჩეხეთში საუკეთესო ევროპული პრაქტიკების გასაცნობად;
- 5. ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP);
- 6. საგრანტო კონკურსი.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი შემდეგ ელ. ფოსტაზე applications@cenn.org წერილის ველში (,,Subject”) მიუთითეთ ორგანიზაციის სახელწოდება და ‘Capacity Development Program’
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 17 აპრილი, 2022
პროგრამის გზამკვლევი და აპლიკაციის ფორმა ხელმისაწვდომია ქვემოთ.