2014 წლიდან CENN ახორციელებს რეგიონულ პროექტს – გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში, რომლის მიზანია სიღარიბის შემცირება, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების გაზრდა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების ხელშეწყობა.
CENN-ს პატივი აქვს, მოგიწვიოთ კონფერენციაზე – სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენა სამხრეთ კავკასიის ბუნებრივ გარემოზე და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივები.
კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო Courtyard Marriot-ში.
კონფერენციის ჩატარების მიზანია, დაინტერესებულ მხარეებს გავაცნოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ – ეკონომიკურ გარემოზე და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 3-წლიანი რეგიონული პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები და მათი შედეგები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. შეხვედრას დაესწრებიან ჩვენი პარნტიორები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.