fbpx

მედიატური მარნეულის მუნიციპალიტეტში

9 დეკემბერს, HEKS-EPER-ის მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI“ ფარგლებში, CENN მედიის დაინტერესებულ წარმომადგენლებს გიწვევთ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მოწყობილი სასათბურე, სადემონსტრაციო ნაკვეთის გახსნით ღონისძიებაზე და მედიატურში მონაწილეობის მისაღებად.

მედიატურის მიზანია გავაცნოთ რეგიონული თუ ცენტრალური მედიის წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკები და მოვახდინოთ ცნობადობის გაზრდა.

ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან  სასათბურე, სადემონსტრაციო ნაკვეთს, რომელიც მოეწყო ქალთა კოოპერატივ „მწვანე მარადისი“-ს ბაზაზე, შეიქმნა პროექტის ფარგლებში და აწარმოებს სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების ჩითილებს. გაეცნობიან ადგილობრივ საჭიროებებს და მოისმენენ საინტერესო ინფორმაციას ადგილობრივი ქალი ფერმერების  შესახებ. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სათესი სუბსტრატის მომზადების და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების თესვის პროცესში.

ტურის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უნდა შექმნან სტატიები, ფოტო რეპორტაჟები, სიუჟეტები, ბლოგები ან ვლოგები.

მედიატურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი მედია პლატფორმის წარმომადგენელს, ვლოგის ან/და ბლოგის ავტორებს.

HEKS-EPER-ის მხარდაჭერით CENN ფარავს ტურში მონაწილეობის ყველა ხარჯს.

ტურში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 7 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართებზე mariko.tsikoridze@cenn.org და sopiko.babalashvili@cenn.org სათაურის ველში მიუთითეთ – „მედიატური მარნეულში“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მარიკო წიქორიძე +995 599 630424, სოფიკო ბაბალაშვილი +995 595 06 48 21

პროექტის შესახებ ბმულები:

http://www.cenn.org/climate-resilient-agriculture-praise-marneuli-3/

http://www.cenn.org/portfolio-item/climate-resilient-agriculture-in-the-marneuli-municipality/

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :