fbpx

მოქმედების დრო სწორედ ახლაა

CENN

ძვირფასო მეგობარო,

 
მორიგი ახალი წელი გვიახლოვდება, CENN-ის არსებობის 20 წლის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლებიც ასეთივე შთამბეჭდავი იქნება. 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – იმატა მტკიცებულებებმა, რომ ჩვენ ყველა ვმარცხდებით ბრძოლაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი, რამაც განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩვენზე, არის სპეციალური ანგარიში გლობალური დათბობის შესახებ 1.5ºC-ზე, რომელიც მომზადდა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მიერ (IPCC). უფრო მეტიც, 2018 წლის მსოფლიო ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიში გვაჩვენებს, რომ გარემოზე ანთროპოგენული ზეგავლენით, აღინიშნება ველური ბუნების პოპულაციის 60%-იანი კლება 1970 წლიდან. აღნიშნული ანგარიშები მოგვიწოდებენ ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში უპრეცენდენტო ტრანსფორმაციისაკენ, რათა შევძლოთ პლანეტაზე ყველასათვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მაგრამ, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ? 

 


თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვითამაშოთ როლი საერთო საქმეში, ამისთვის კი, უნდა ვიმოქმედოთ ერთად. 

 


განვლილი 20 წლის მანძილზე, CENN-მა შემოვიკრიბეთ თანამოაზრეები, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად – რათა დავიცვათ გარემო რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ მადლობას გიხდით თანადგომისათვის და გამოვთქვამთ მომავალი წარმატებული მეგობრობის იმედს. 

 


მომავალი თაობის მხარდაჭერა, რომელსაც ყველაზე მეტად ჯერა ცვლილებების, ჩვენი მთავარი ღირებულებაა – თქვენ ჩვენი შთაგონების წყარო ხართ.


ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი მომავალი ყველასათვის.


ჩვენ მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.


მოქმედების დრო სწორედ ახლაა!


რაოდენობას დიდი ძალა აქვს და, ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მდგომარეობა უკეთესობისაკენ.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს.


CENN-ის გუნდი.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :