„ნარენების მართვის გლობალური პერსპექტივა“ (GWMO) წარმოადგენს ნარჩენების მართვის პირველ ყოვლისმომცველ, მიუკერძოებელ და სიღრმისეულ ანალიზს. მასში თავმოყრილია ბოლო პერიოდის სამეცნიერო ცოდნა, რომელიც ამოღებულია წამყვანი სპეციალისტების ნაშრომებში და შექმნილია როგორც გაეროს სისტემის ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმოებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად. ექვსი თავისგან შემდგარი ნაშრომი მოგვითხრობს არსებული ტენდენციების შესახებ, გვთავაზობს მართვისა და ფინანსური მექანიზმების ანალიზს და სტრატეგიულ რჩევებს პროგრესის გზაზე. სპეციალისტებისთვის განკუთვნილ დოკუმენტის ძირითად ნაწილს თან ახლავს ორი შემაჯამებელი დოკუმენტი: ერთი გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, ხოლო მეორე – უფრო ფართო საზოგადოებისთვის.
GWMO გვთავაზობს საფუძვლიან ანალიზს იმისა, თუ რა უზარმაზარი პოტენციალი აქვს ნარჩენების გაუმჯობესებულ მართვას მდგრადობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკვლავებაში.
პუბლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.