fbpx

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022- ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალურ შეხვედრას  უმაპსინძლა.

ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 32 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები  წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს. ფინალური შეხვედერა გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: თამარ მახარაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; თომას მიულმანი – ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ალექსანდერ კარნერი – ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი; საბინე მახლი – გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში; ნანა ჯანაშია – CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ფინალურ შეხვედრაზე ჟიურის წევრებს შორის იყვნენ და მონაწილეებს აფასებდნენ: კარლო ამირგულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე; თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი; ეკა თარგამაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მურო თაკალანძე – საქართველოს გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების მენეჯერი; ანა მოსიაშვილი – ქალთა გაძლიერების ექსპერტი. ასევე, ჟიურის შორის იყო  ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019) – ლადო აფხაზავა.

ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები:  

* I ადგილი – აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა

* II ადგილი – რუსთავის #18 საჯარო სკოლა

* III ადგილი – როკითის საჯარო სკოლა

გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის:

* I ადგილის მფლობელი – 5,000 ლარი

* II ადგილის მფლობელი – 4,000 ლარი

* III ადგილის მფლობელი – 3,000 ლარი

გარდა ამისა, დასახელდნენ კონკურსის პარტნიორების რჩეული ეკოკლუბები და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით:

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ 7 რჩეულ სკოლას 250 ლარიანი წიგნების ვაუჩერი, ხოლო 3 რჩეულ სკოლას 500,400 და 300 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერები გადასცა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული სკოლები გახდნენ:

კასპის #3 საჯარო სკოლა, ბადიაურის საჯარო სკოლა, ტყიბულის #2 საჯარო სკოლა, რცხმელურის საჯარო სკოლა, საჩხერის #2 საჯარო სკოლა, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, ბობოყვათის საჯარო სკოლა, დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა, მარადისის საჯარო სკოლა, ეშტიის საჯარო სკოლა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული ეშტიის საჯარო სკოლა გახდა. სააგენტომ ეშტიის სკოლას ეკოკლუბის ტელესკოპი გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ჟიურის მუდმივმა წევრმა, კარლო ამირგულაშვილმა გამოავლინა. მათი რჩეული ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა გახდა. სკოლის ეკოკლუბის მომხსენებლები ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გახდებიან.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოვალინა „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი მასწავლებელი – ნონა ტოკლიკიშვილი, დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლიდან. ასევე, ცენტრმა სპეციალურ ნომინაციაში – „წლის ეკო-სპიკერი“ დაასახელა – ანიტა ლაზიშვილი, ალამბრის საჯარო სკოლიდან და მას წიგნების 200 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ილიას სახელმწიფო უნივერსტეტმა  რჩეულ სკოლებს წიგნის სახლი „ლიგამუსის“ 300 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

ილიაუნის რჩეული სკოლები გახდნენ: ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა, შულავერის საჯარო სკოლა, ძველი ანაგის საჯარო სკოლა, კაჭრეთის #1 საჯარო სკოლა, კახათის #1 საჯარო სკოლა.

ასევე, სპეციალური პრიზი დააწესა პარტნიორმა ორგანიზაცია Grand Thornton Georgia-მ   და 3 გამარჯვებულ სკოლას საჩუქრად ტრენინგების სესია გადასცა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – ეკოკლუბების კონკურსია და დაარსების დღიდან აერთიანებს საქართველოს 700-მდე სკოლას. კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. 2022 წელს კონკურსში 400-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. კონკურსის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდა

ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც  ჯამში 129 სკოლის ეკოკლუბი იღებდა მონაწილეობას. ნახევარფინალურ შეხვედრებზე გამოვლინდა  ფინალის მონაწილე  32 ეკოკლუბი.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის  ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://forestry.ge/ge/about

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :