CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის აცხადებს მიღებას ონლაინ 3-დღიან ტრენინგზე – ვლოგების გადაღება და მონტაჟი. ტრენინგს გაუძღვება მარიკა ეჯიბია, ვიდეოჟურნალისტი, ვიდეო არხის HOLAFILM ავტორი.
სამ დღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიათ აუდიო-ვიზუალური თხრობის სხვადასხვა ასპექტს. მათ შორის:
• ტექნიკური საკითხებს: ტექნიკური აღჭურვილობის გაცნობა, კამერის და მობილურის პარამეტრების გამართვა, მუსიკის გამოყენება, სამონტაჟო პროგრამების გაცნობა, ფაილების მარტივი იმპორტი, გადაღების დაგეგმვა;
• გადაღებას: ვიდეო მასალის დამოუკიდებლად შეგროვება, კადრების შერჩევა, ინტერვიუს ჩაწერა, ვიდეო ბლოგისთვის საკუთარი თავის გადაღება – სოლო გადაღება. ასევე ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან გადაღების სხვადასხვა ტექნიკას, რაც მომავალში საკუთარი გადაღების სტილის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ;
• ვლოგის თხრობის სტრუქტურას და მონტაჟს: მონტაჟში კადრების დალაგების თანმიმდევრობის განსაზღვრა, მარტივი გრაფიკა, ტიტრებზე მუშაობა, ბუნებრივი ხმრების გამოყენება, ფერების მარტივი კორექცია, ვიდეო მასალის გახმოვანება, სიუჟეტის განვითარება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-35 წლამდე ახალგაზრდებს შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი 24 აპრილის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/WfAxKBaLqQvKNi7x9
ტრენინგი იმართება იმ ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ ვლოგების კონკურსში. კონკურსზე მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/vaVL8crBrhAud4419
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.