fbpx

ლანდშაფტის აღდგენის ღონისძიებები

ლანდშაფტის აღდგენის ღონისძიებები ტარდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მდგრადობის“ პროექტის (AMMAR) ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

 

პროექტის მიზანი

 

AMMAR პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილების მიმართ ფერმერთა ადაპტირების უნარის ამაღლება მოქნილი სასოფლო-სამეურნეო სისტემების საშუალებით და მათი შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა.

 

– პროექტის კომპონენტები და განმახორციელებელი ორგანიზაციები:

– გრანტებისკომპონენტი – ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA);

– ლანდშაფტისაღდგენის ღონისძიებები – საკონსულტაციო მომსახურებას უწევს  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN);

– სადემონსტრაციო ნაკვეთებისმოწყობა და ტრენინგები – ახორციელებს  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“;

– ინფრასტრუქტურულისამუშაოები (გზები, ხიდები, საირიგაციო არხები);

– სტრატეგიაზე მუშაობა – სოფლის მეურნეობის სექტორისთვისკლიმატის ცვლილების ადაპტაციის სამოქმედო გეგმის მომზადება.

– ლანდშაფტის აღდგენა კლიმატთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად

 

სასურსათო პროდუქტების წარმოებისას კლიმატგონივრული მიდგომა, შესაბამისი წარმოების მეთოდების დანერგვა და გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენენ პროექტის აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილს.

 

პროექტი იყენებს ლანდშაფტური აღდგენის მიდგომას სამიზნე ადგილებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად და იმ მოწყვლადი ადგილების დასადგენად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

 

ლანდშაფტის  აღდგენისთვის გათვალისწინებულია ეკოლოგიური მიდგომები.

 

პროექტის გეოგრაფია და შერჩეული კულტურები

 

პროექტის პირველ ეტაპზე (2015-2016 წლებში) სამიზნე კულტურებად შეირჩა ვაშლი, ატამი,  კივი, ხურმა, მოცვი, ბოსტნეული და დაფნის ფოთოლი.

 

რეგიონები, სადაც პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე განხორციელდება სამუშაოები, იქნება შიდა ქართლი, კახეთი, სამეგრელო და აჭარა.

 

ადგილის შერჩევის კრიტერიუმები

 

– საპროექტო უბნის კავშირი სამიზნე კულტურების ღირებულებათა ჯაჭვთან;

– საკითხის მნიშვნელობა და ღონისძიებების ხარჯთსარგებლიანობა მიღებულ შედეგებთან მიმართებით;

– ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ღონისძიებების განხორციელებაში და ფინანსური მონაწილეობის მზაობა;

– ბენეფიციარების რაოდენობა;

– აღსადგენი ტერიტორიის ფართობი (ჰა).

 

პროექტის ფარგლებში შერჩეული ადგილები:

 

გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტირძნისი

 

ძირითადი პრობლემა: სოფელ ტირძნისში წყალდიდობების დროს იტბორება დაახლოებით 100 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მდ. პატარა ლიახვი რეცხავს მდინარისპირა ნაყოფიერ ნიადაგებს და აზიანებს სასოფლო გზას. მდინარემ უკა წარეცხა დაახლოებით 2 ჰა ტერიტორია: 1 ჰა ხეხილის ბაღი, 1 ჰა ბოსტნეულის ნარგავები და 50 მ სიგრძის სასოფლო გზა.  ამ გზაზეა დამოკიდებული დაახლოებით 100 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული. ყოველი წყალდიდობის შემდეგ გზა სულ უფრო მეტად ზიანდება, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენებას. ამ ტერიტორიაზე ნაკვეთები დაახლოებით 80 ოჯახს აქვს.  აღნიშნულ 100 ჰა ფართობი უკავია ხეხილის ბაღებსა (70 ჰა) და ბოსტნეულს (30 ჰა). სამიზნე ტერიტორიაზე წარმოდგენილია ღირებულებათა შემდეგი ჯაჭვები: ატამი, ვაშლატამა, ვაშლი, ქლიავი, პომიდორი და კომბოსტო.

 

ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ სოფ. გიორგეთის 90-150 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს დატბორვა ემუქრება. მდინარის მიერ უკვე წარეცხილია გზის 60-70 მ სიგრძის მონაკვეთი და დაახლოებით 5 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული. გარდა ამისა, დატბორვის საშიშროების გამო გამოუყენებელია 8 ჰა.

 

ლანდშაფტის აღდგენის ღონისძიება

 

შერჩეული უბნების დასაცავად დაგეგმილია წყალდიდობისა და ეროზიისგან დამცავი ნაგებობის მოწყობა. ნაპირდამცავი ნაგებობის შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნება მდინარის რეჟიმის თავისებურებები (ჭარბი მყარი ჩამონადენი, ნაკადის მაღალი სიჩქარე და სხვ). გამოყენებული  იქნება ბიოინჟინრული მიდგომებიც.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუმლაყი

 

ძირითადი პრობლემა: შერჩეულ ტერიტორიაზე აღინიშნება ხშირი წყალდიდობა, რომელიც გამოწვეულია მდ. კოტეხისხევის ადიდებით. წყალდიდობები აზიანებენ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ გზას და იზოლირებითა და დატბორვით ემუქრებიან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

 

მდ. კოტეხისხევი  ხასიათდება  ჩამოტანილი ტალახისა და ქვა-ღორღის  ნატანით, რასაც თან ერთვის მდინარის კალაპოტში ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. შედეგად ხდება ხევის შეტბორვა და საპლანტაციო გზის მონაკვეთების დაზიანება/ჩამოშლა.   აღნიშნული მოვლენა ქმნის გზის დაკარგვის, სავარგულების იზოლირებისა და დატბორვის საშიშროებას.

 

ნალექების უმეტესობა მოდის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ პერიოდში მოსალოდნელია ჩუმლაყისხევის ადიდება, რაც  ზრდის გზების ჩამოშლა/დაზიანებებისა და სავარგულების დატბორვის საშიშროებას.

 

ღირებულებათა ჯაჭვების (ატამი) განვითარების ხელშემშლელი პირობები: სოფ. ჩუმლაყის ფარგლებში მდინარე კოტეხისხევი საფრთხეს უქმნის 30 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს, რომელიც, ძირითადად, ატმის ბაღებითაა დაკავებული. აღნიშნულ ფართობზე განლაგებულია 250 ოჯახის ნაკვეთები. მდინარემ უკვე წარეცხა სასოფლო გზის 200 მეტრი (ავარიული უბნების სიგრძეების ჯამი, რომელიც განაპირობებს 500 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის საჭიროებას). აღნიშნული გზა ერთადერთია ხილის (ატამი და ვაშლატამა) მოსავლის ტრანსპორტირებისათვის. თუ პროცესი არ შეჩერდა, მდინარე მიუახლოვდება ხეხილს ბაღებსაც, რომლებიც გზიდან მხოლოდ 4-5 მეტრითაა დაშორებული. ბაღების საკმაოდ დიდი ნაწილი  სრულიად იზოლირებული აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ გზის დაზიანებული მონაკვეთები საფრთხეს უქმნის არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებას, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც.

 

ლანდშაფტის აღდგენის ღონისძიება

 

მდ. კოტეხისხევის კალაპოტი ამოვსებულია მცენარეთა სხვადასხვა სახეობით, მათ შორის, ბუნებრივად მზარდი ხეებით. ხევში ჩაყრილია აგრეთვე დიდი რაოდენობის საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ეს გარემოებები ამცირებს  კალაპოტის გამტარუნარიანობას და  მდინარის ადიდების დროს წყალი საყრდენს აცლის გზის აღნიშნულ მონაკვეთებს. ეროზიის პროცესის შესაჩერებლად დაგეგმილია ხევის ფერდობების გამაგრება დამცავი ნაგებობის საშუალებით, რომელიც გაითვალისწინებს კალაპოტის ვიწრო ზომებსა და მდინარის თავისებურებებს (ჭარბი მყარი ჩამონადენი, ნაკადის მაღალი სიჩქარე და სხვ.).

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :