ადგილობრივი განვითარების სტრატეგია არის წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით. სტრატეგიის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით. სტრატეგიის მოსალოდნელი შედეგებია: წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა.
სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია ეფუძნება LEADER მიდგომასა და პრინციპებს, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უკეთ შეფასებისა და წინა პლანზე წამოწევის თვალსაზრისით, სამუშაო პროცესში ადგილობრივთა მრავალმხრივი ჩართულობის უზრუნველყოფას. ასეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანის სწორად შესრულების მიზნით, სტრატეგიის შემუშავების პირველივე ეტაპზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ჩაუტარდა ინტენსიური ტრენინგები LEADER პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.
გაიგეთ მეტი, გადმოწერეთ წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია