fbpx

ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა რეგიონების განვითარებისთვის, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული.

 
ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, რაც გულისხმობს ამ სექტორის დეტალურად შესწავლას და განვითარების სამომავლო პერსპექტირევის განსაზღვრას.

 
საქართველოს ნიადაგი და კლიმატი ხელსაყრელია ხახვის წარმოებისთვის. ცხადია ხახვის მოყვანა დიდი მასშტაბით ყველა რეგიონში შეუძლებელია, მაგრამ რეგიონების უმეტესობაში ხახვის მოვლა-მოყვანა თუნდაც საკუთარი მოხმარებისთვის საკმაოდ აქტიურად ხდება. საქართველოში მოყვანილი ხახვი საკმაოდ რეზისტენტულია დაავადებების მიმართ და აქვს კარგი გემური მახასიათებლები.

 
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მემცენარეობა ძირითადად კარტოფილით, მარცვლოვნებითა და ბოსტნეულით არის წარმოდგენილი. კარტოფილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთი კარტოფილის უმსხვილესი მწარმოებელია. დღესდღეობით ხახვის მოყვანა გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული რეგიონში, თუმცა ყოველწლირად ხახვი სულ უფრო დიდ ფართობებზე ითესება.

 

Onion VCA Report-geo

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :